საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93604

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-06 წლებში სიმონ იოსების ძე კახეთელიძე ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი იყო.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ასლან კალანდაძემ იროდიონ ევდოშვილის ლექსები და პოემები გამოსცა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ჟურნალ „ნიშადურის“ ოცდამეშვიდე ნომერში კონსტანტინე ნიკოლაძემ ნეკრასოვის ლექსის თარგმანი გამოაქვეყნა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ჟურნალ „მოამბის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა კონსტანტინე ნიკოლაძის თარგმნილი დიკენსის მოთხრობა „რაშია ბედნიერება“.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ქუთაისის გუბერნატორის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.

1905

ტიპი: ღონისძიება

იაკობ ფანცხავას მიმართ პოლიციის დაწესებული ღია მეთვალყურეობა 1905 წელს შეწყდა რევოლუციისა და 19 ოქტომბრის მანიფესტის შედეგად.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-1923 წლებში ვასილ კოპტონაშვილი ქართულის მასწავლებელი იყო სოფელ თოკის, ხერთვისის, ვარევანის, „საქველმოქმედო საზოგადოების“ და სახალხო სადირექციო სკოლებში.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლიდან ვასილ კოპტონაშვილი მღვდლად კურთხევის შემდეგაც სხვადასხვა სოფლის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

სოფელ ჩუნჩხის სკოლაში ათწლიანი მუშობის შემდეგ 1905 წელს ვასილ კოპტონაშვილი მღვდლად ეკურთხა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ვასილ გადილიამ გამოსცა ივანე მაჭავარიანის თარგმნილი ერკმან-შატრიანის „გლეხი კაცის ისტორია“.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წელს გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905-07 წლებში ალექსანდრე ნათაძე განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით სამსახურიდან დაითხოვეს.

1905

ტიპი: განათლება

1905 წელს ჰაიდარ-ბეგ აბაშიძე მამამ თურქული ენის შესასწავლად თურქეთში გაგზავნა.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-07 წლებში მიხეილ (მიშა) ჟღენტი კახეთის გლეხთა გათვითცნობიერების საქმეში მონაწილეობდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

თედო სახოკია მონაწილეობას იღებდა 1905 წლის აჯანყებისათვის საქართველოში იარაღის შემოტანის საქმეში.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905-1921 წლებში სიმონ კაციტაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

ვანო წერეთელი 1905 წლიდან იყო მარქსისტული ორგანიზაციის წევრი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლიდან ვლადიმერ (ლადიკო) ნეფარიძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლიდან ნიკოლოზ (ნიკო) ალფაიძე იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლიდან ვიქტორ გამყრელიძე იყო სოციალისტ-რევოლუციონერი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 1 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსი ჩეტრიშვილმა გიორგი სულაძე დანით დაჭრა. დაშავებული მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დამნაშავე კი, დააპატიმრეს.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წლის 1-ელი იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პოლიციელმა ბიჭაშვილმა საკერავი მანქანის ქურდობისთვის ალექსი გოგიშვილი დააპატიმრა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 1 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სასახლის ქუჩაზე, დავით პაატას ძე მაჭავარიანის სახლში, „რევიშვილის“ სისტემის კარ-ფანჯრების საკეტები იყიდებოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 1 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გოგიტიძემ, მგალობლიშვილმა, გაჩეჩილაძემ, ჩხიკვაძემ, ნახუცრიშვილმა, ღლონტმა, კარიჭაშვილმა, კობახიძემ, ქიქოძემ, თარხნიშვილმა, დევდარიანმა, ეპიტაშვილმა, ფალიაშვილმა, მონადირაშვილმა, ა. ნათაძემ, ყარაშვილმა, ქუთათელაძემ, მიქაბერიძემ, ჩიტაძემ, უ. კ. ჩიტაძემ, სათავადაზნაურო სკოლის უფასო სასადილოს საახალწლოდ თანხა შესწირეს.