რეგისტრირებული ფაქტები92262
სორტირება თარიღი მზარდობით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ანდრია ჟვანიას საქმე თბილისის ოლქის სასამართლოზე განიხილებოდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პაპიოტ მირანდოვი მატარებლის ვაგონებს შორის ჩავარდა და ფეხი მოიტეხა. დაშავებული რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სასამართლო პალატამ ბეგლარ ზაქრაძეს 5 წლით, ერემია ჯიგველაშვილს და სერგო ნიკურაძეს 10-10 წლით, ხოლო დავით კობალაძეს 8 წლით კატორღაში გაგზავნა მიუსაჯა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ალექსანდრე იესეს ძე ფავლენიშვილი მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც კოლა იასეს ძე ფავლენიშვილის გარდაცვალების გამო მას სამძიმარი გამოუცხადა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლში“ ოლგა ივანეს ასული ნათაძე, ივანე სერგეის ძე, გიორგი ივანეს ძე, თამარა და ელენე ივანეს ასული ხაჩატიევები ნათესავებს აუწყებდნენ, რომ გარდაიცვალა ნინა ფეოფინის ასული ხაჩატიევი. გამოსვენება შაბათს, 5 თებერვალს, სამების ეკლესიიდან. დაკრძალვა კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 6 თებერვალს არალი არუთინიანცს ფეხი აუცდა, ვაგონებს ქვემოთ ჩავარდა და გარდაიცვალა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მარიამ დავითის ასული გიგაძე ნათესავებს მეუღლის, ზაქარია ივანეს ძე გიგაძის გარდაცვალებას აუწყებს. გამოსვენება 7 თებერვალს, პრიუტის ქუჩა N 5-დან იყო დაგეგმილი.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 7 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გომელაური თბილისის მეშვიდე ნაწილის ბოქაული იყო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბაჩურინი თბილისის მეოთხე ნაწილის ბოქაული იყო.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ თამარ ივანეს ასული სუმბათაშვილი და დარია გულბაათის ასული სუმბათაშვილი ზაქარია მიხეილის ძე სუმბათაშვილის გარდაცვალებას იუწყებოდნენ. დაკრძალვა ნავთლუღში, საგვარეულო აკლდამაში გაიმართებოდა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რევაზ ბაკურაძის ეტლმა სარქის ბაბაევს გადაუარა და მოკლა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე სტაფილოვმა ცოლად მოყვანის მიზნით ლიზა ჭულარაევი მოიტაცა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იოსებ ბაბანიძეს და დავით პაპოვს თელავში ჩხუბი მოსვლიათ. პაპოვი მძიმედ დაშავდა და მეორე დღეს გარდაიცვალა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მახარობლიძე, ტერ-გუკასოვი, კიპრიზოვი, ბაღდასაროვი, ოქროპირიძე, ხაზარიანცი, მ. ე. ჩიმიშკიანცი და დოვლათბეკოვი თბილისის მოქალაქეთა რწმუნებულებად აირჩიეს.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოდინა, გაგა, გიორგი, ვეფხვია, სამძინარა, ბუბა, თამარი, ძილა და მზექალა ბურდულები ხევსურეთში ზვავის ჩამოწოლას ემსხვერპლნენ.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ს. მ. ბართაევი ერობის წარმომანდგენლად და გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მალაქია გრიგორის ძე ცაგარეიშვილი ბაქოში მოკლეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პოლიციელი ოგურეცკი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლეონიდ ნიკოლოზის ძე ანდრეევი და სტეფან პეტროვი (სკიტალეცი) დააპატიმრეს.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ პეტრე გრიგორის ძე უზნაძე, ნინო გრიგორის ასული ანანიევა და სალომე ნიკოლოზის ასული უზნაძე მამიდის, ეფემია (ელენე) იოსების ასულ შიშნიევის გარდაცვალებას იუწყებოდნენ. დაკრძალვა 10 თებერვალს სოფელ ხურვალეთში გაიმართებოდა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 11 თებერვალს ბოყვის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი სიმონ იოანეს ძე ჯაფარიძე გარდაიცვალა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 12 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, გ. დ. ღამბაშიძე ექიმი-თერაპევტი იყო.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 12 თებერვლის „ცნობის ფურცელი" პოლიევკტე ნიკოლოზის ძე შატილოვის გარდაცვალებას იუწყებოდა. პანაშვიდი 13 თებერვალს ანჩისხატის ტაძარში გაიმართებოდა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 12 თებერვლის „ცნობის ფურცელი“ მაქსიმე ანდრიას ძე ალანიას გარდაცვალებას იუწყება. პანაშვიდი 13 თებერვალს, ქ. თბილისში, რიყეზე, წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში გაიმართებოდა.

