საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87756

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ივანე ალექსანდრეს ძე მაჭუტაძეს დავალიანება ჰქონდა 15 524 მანეთი და 52 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ივანე გივის ძე ამილახვარს დავალიანება ჰქონდა 20415 მანეთი და 39 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნიკოლოზ და ვასილ ზაქარიას ძე აკიმოვებს დავალიანება ჰქონდათ 25810 მანეთი და 52 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მიხეილ პაატას ძე საგინოვს დავალიანება ჰქონდა 2700 მანეთი და 10 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მიხეილ კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკის დავალიანება ჰქონდა 7193 მანეთი და 60 კაპიკი.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 1-ელ იანვარს გარდაიცვალა ილიკო ტაზიაშვილი.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888 წლის 27 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისის მეორე განყოფილების ხმოსნები იყვნენ: მიხეილ ნიკოლოზის ძე ქუთათელაძე, კონსტანტინე ანანიას ძე ქვარიანი, ლუარსაბ ტარიელის ძე ლოლუა, იაკინთე ოგანეზოვი, იაკინთე ს-ს ძე ალიბეგოვი, გიორგი ხაზ. ძე კიზირია, მოშ. ისხ. ძე რიჟინაშვილი, ლ. ა. კოკოჩოვი, მერ. გიორგის ძე ლორთქიფანიძე, სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე, ლუკა ასათიანი, მ. ნ. ნიკოლაძე.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 1-ელ იანვარს სანდრო ზარდიევს, ილია ბატიევსა და ილია ტატიევს ჩხუბი მოუვიდათ. მათ გაშველებას ცდილობდა ილიკო ტაზიაშვილი, რომელსაც ილია ტატიევმა ხანჯალი გაუყარა. ტაზიაშვილი გარდაიცვალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 1-ელ იანვარს სანდრო ზარდიევს, ილია ბატიევსა და ილია ტატიევს ჩხუბი მოუვიდათ. ჩხუბს მიუსწრო მამასახლისის თანაშემწე ილიკო ტაზიაშვილმა, რომელმაც მათი გაშველება სცადა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა გრაფინია ტატიშჩევისა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 იანვარს გაიმართა თბილისის საბჭოს კრება. ამ კრებაზე ა. ა. ივანენკომ საბჭოს მოახსენა, რომ გარდაიცვალა მთავარმართებლის თანაშემწის მეუღლე გრაფინია ტატიშჩევისა. ივანენკომ ქალაქისთავის მოადგილეს დაავალა, ხლებოდა გრაფ ტატიშჩევს და მიესამძიმრებინა მეუღლის გარდაცვალება.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 იანვარს გაიმართა თბილისის საბჭოს კრება. ამ კრებაზე ა. ა. ივანენკომ საბჭოს მოახსენა სამწუხარო ამბავი იმის შესახებ, რომ გარდაიცვალა მთავარმართებლის თანაშემწის მეუღლე, გრაფინია ტატიშჩევისა, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვოდა თბილისში არსებული უსინათლოთა სასწავლებლის დაარსებასა და მის ფუნქციონირებაში.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა კაპანაძე.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 6 იანვარს გაბო ტიჟუევმა სცემა მოქალაქე კაპანაძე, რომელიც 17 იანვარს გარდაიცვალა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 13 იანვარს გარდაიცვალა გაბო ტიჟუევი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 იანვარს სურამში ქუთაისელმა იაკობ ავთანდილოვმა დანით დაჭრა გაბო ტიჟუევი, რომელიც მეორე დღესვე გარდაიცვალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ოზურგეთის ქალაქისთავს, ნიკოლოზ თავდგირიძეს მოლაპარაკება ჰქონდა უცხოელ ინჟინერთან ნატანებიდან ოზურგეთამდე რკინიგზის გაყვანის თაობაზე. მოლაპარაკების შედეგად ინჟინერი ოზურგეთში ჩამოვიდა და რკინიგზის გაყვანის ხარჯები დაიანგარიშა. მისი თქმით, ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზა ნატანებსა და ოზურგეთს შორის 250 000 მანეთი უნდა დამჯდარიყო. ის ფიქრობდა, რომ რკინიგზის გაყვანა ოზურგეთისთვის მომგებიანი იქნებოდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 23 თებერვლის სასამართლო უწყების თანახმად, კიკვიძე გახდა გუბერნიის მდივანი. 

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 29 იანვრისთვის ქართულ თეატრში დაგეგმილი იყო ბ. ავალაშვილის ბენეფისი. უნდა დაედგათ ახალი პიესა „ბოშა ქალი ზანდა“. პიესის რეჟისორი იყო ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 იანვარს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაბეჭდილი განცხადება იუწყება, რომ ს. პ. პავლოვმა ხელით სატრიალებელი საკერავი მანქანების სახელოსნო გახსნა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მიხეილ ივანეს ძე გამაზოვს დავალიანება ჰქონდა 1248 მანეთი და 97 კაპიკი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ და ვასილ ზაქარიას ძე აკიმოვებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ელიზავეტპოლის გუბერნიასა და მაზრაში მდებარე 846 დესეტინა და 605 კვადრატული საჟენი სახნავი, სახლ-კარის ადგილები, საძოვარი, ვენახები და ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხეილ პაატას ძე საგინოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ელიზავეტპოლის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ხოდაშენში მდებარე 267 დესეტინა სახნავი ადგილები და ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხეილ კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკის თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ელიზავეტპოლის გუბერნიასა და ქაზახის მაზრაში მდებარე 782 დესეტინა და 290 კვადრატული საჟენი სახნავი მიწები, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნიკოლოზ გრიგოლის ძე ბარათაშვილს დავალიანება ჰქონდა 2082 მანეთი და 68 კაპიკი.