საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87756

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები იყვნენ: ლეჩხუმში – დესპინე დავითის ასული გელოვანისა (ბანოვანი) და ქაიხოსრო გელოვანი; მოზდოკში – გიორგი ღუდუშაური; მოსკოვში – ალექსანდრე კვალიაშვილი; ნიკოლაევში – ოლგა გიორგის ასული ხოფერიასი; ნოვოროსიისკში – მაკრინე ღლონტისა; ოზურგეთში – დიმიტრი შავიშვილი და მიხეილ თუმანიშვილი; საჩხერეში – ნინო წერეთლისა, მერი წერეთლისა, ბეჟან დავითის ძე წერეთელი და ყარამან ჩხეიძე.

1906

ტიპი: ავტორობა

გამგეობამ განმარტა, რომ მუზეუმის ნივთები ვერც დანომრეს და ვერც დაალაგეს, რადგან მათ შესანახად არ ჰქონდათ ადგილი. 1906 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე ანდრია ღულაძემ გამგეობის ეს განმარტება არ მიიღო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 17 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ გახსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც უნდა განეხილათ წესდებაში შესატანი ცვლილებები, მაგრამ თავმჯდომარეობა ნიკოლოზ ცხვედაძეს გადააბარა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 29 დეკემბრამდე ილია ჭავჭავაძე მეფისნაცვალთან აუდიენციაზე მიჰყვა წყალდიდობით მძიმედ დაზარალებულ ყვარლის მოსახლეობის დეპუტაციას და მოახერხა, რომ მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება მდ. დურუჯის ნაპირების ჯებირით გამაგრების შესახებ.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს, მეფის დროს, არქიფო დუტუს ძე ჩაჩავა ალიხანოვის მკვლელობის გამო გაგზავნილი იყო კავკასიიდან.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს იოსებ ოცხელმა სიმონ ქვარიანი ქუთაისის ქართული გიმნაზიის მასწავლებლად მიიწვია და სამი საგანი ჩააბარა: ფრანგული ენა, ქართული ლიტერატურა და საქართველოს ისტორია.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს სოლომონ მიხეილის (გრიგოლის) ძე ოთარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს ალექსანდრე ასათიანმა დაასრულა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და იმავე წელს შევიდა მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიკის ფაკულტეტზე.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს ალექსანდრე წერეთელი ამხანაგებთან ერთად მოწაფეთა საერთო მოძრაობის დროს მცირე ხნით დააპატიმრეს.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს, ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერების მიხედვით, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმთან ამავე საზოგადოების ბიბლიოთეკა დაარსდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს ბესარიონ ტარიელის ძე კუტალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს ალექსანდრე ასათიანმა ქუთაისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს დავით შარაშიძე ციხეში იჯდა ქუთაისში, მასთან ერთად იყო ებრალიძეც, ფერშალი რომელსაც დავითი შემდეგ საფრანგეთში შეხვდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს ილარიონ ქაიხოსროს ძე ქელბაქიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.