საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81983

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეს, გიორგი ყაზბეგს დაეკისრა თბილისის თავადაზნაურობასთან შუამდგომლობა მუზეუმის მოწყობასთან დაკავშირებით.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თავადაზნაურობის სამიწათმოქმედო კომისიას აცნობა, რომ ილიას საგურამოს მამულის ლიკვიდაცია შეფერხებული იყო და ლიკვიდაციისთვის ალექსანდრე ყიფშიძის სახელზე სესხად გაცემულ 2 000 მანეთს დროულად ვერ დააბრუნებდა. გამგეობა იმედს გამოთქვამდა, რომ ვალს პირველი შესაძლებლობისთანავე გადაიხდიდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ მდივანი დაკეტავდა საზოგადოების წიგნის მაღაზიას, რომელსაც მომდევნო კვირის ორშაბათამდე ჩაიბარებდნენ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი იაკობ ღულაძე და წევრები – ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე მდივანი, სამსონ ფირცხალავა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიას აკლდა 2282 მანეთისა და 7 კაპიკის ღირებულების წიგნები, მაღაზიის ანგარიშს კი – 4146 მანეთი და 96 კაპიკი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თავმჯდომარემ, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განსახილველად დასვა საკითხები: ვინ იყო საზოგადოების წიგნის მაღაზიაზე პასუხისმგებელი, როგორ აენაზღაურებინათ დანაკლისი და რა ზომები უნდა მიეღოთ მომავალში ზარალის თავიდან ასაცილებლად.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ მდივან სამსონ ფირცხალავას შეცდომა იყო, რომ საჭიროდ არ მიიჩნევდა საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგის კონტროლს.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ალექსანდრე ივანეს ძე მდივანმა საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისის მთავარ მიზეზად გაუმართავი სისტემა დაასახელა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ შეუძლებლად მიაჩნდა საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგის თანამდებობაზე დატოვება.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თავმჯდომარემ, გიორგი ყაზბეგმა დამსწრეებს საზოგადოების წიგნის მაღაზიის შესახებ წაუკითხა მოხსენება, რომელიც შემდეგ საზოგადო კრებაზე უნდა წარედგინათ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიიღეს დადგენილება, საზოგადოების წიგნის მაღაზია დაუყოვნებლივ დაეკეტათ, სანამ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა არ ჩაიბარებდნენ და დროებით დანიშნულ გამგეს ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს არ გადასცემდნენ.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 21 მაისს შიო ქუჩუკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგის თანამდებობიდან გადააყენა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნის მაღაზიის ახალი გამგის დანიშვნის საკითხი. გიორგი ყაზბეგის აზრით, გამგედ ბუღალტერი ედილაშვილი უნდა დაენიშნათ. ფილიპე გოგიჩაიშვილმა განმარტა, რომ ჯობდა ედილაშვილი ბუღალტრად დარჩენილიყო, გამგედ კი დროებით საზოგადოების გამგეობის რომელიმე წევრი დაენიშნათ.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 21 მაისს ფილიპე გოგიჩაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის დროებით გამგედ დაინიშნა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ განაცხადა, რომ წიგნის მაღაზიის მართვის ფორმა წინამორბედი მდივნისგან გადმოიღო.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის გაუმართავ მუშაობაში ბრალი მიუძღვოდა საზოგადოების ძველ გამგეობას და არა – ახალს. მისი აზრით, მაღაზიის დანაკლისის საქმე საზოგადო კრებაზე უნდა გადაწყვეტილიყო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი გამოვიდა წინადადებით, შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილი საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგედ დაეტოვებინათ და მისთვის ყოველთვიურად დაექვითათ ხელფასის ნაწილი, რის საშუალებითაც მაღაზიის დანაკლისს შეავსებდნენ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ მდივანს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას საზოგადოების წიგნის მაღაზიის მდგომარეობის შესახებ განმარტება მოსთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, საზოგადოების წიგნის მაღაზიის შტატის შედგენა და მაღაზიაზე პასუხისმგებლობა ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილისთვის დაევალებინათ.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, შიო ქუჩუკაშვილი საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგის თანამდებობიდან გადაეყენებინათ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განსახილველი საკითხი – წიგნებით დახმარებოდნენ პეტრე, სტეფანე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების სახლში დაარსებულ სახალხო ბიბლიოთეკას – გადაიდო.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნატორს შეატყობინა, რომ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობაში შევიდოდნენ თავმჯდომარე მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე და გამგეობის წევრები: ვასილ ბესარიონის ძე კახიძე და ნიკიფორე იასეს ძე მამინაიშვილი. დოკუმენტს ხელს აწერენ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე, ინფანტერიის გენერალი გიორგი ყაზბეგი და გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხლავა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნატორს ამცნო, რომ გამგეობამ თავისი წესდების პირველი და ოცდამეხუთე პარაგრაფების საფუძველზე დაადგინა, გაეხსნა ქ. თელავში საზოგადოების განყოფილება. გამგეობამ დოკუმენტს თან დაურთო საზოგადოების წესდება და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქცია. დოკუმენტს ხელს აწერენ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე, ინფანტერიის გენერალი გიორგი ყაზბეგი და გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 24 მაისს დაარსდაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ახალ-სენაკის ბიბლიოთეკა. მას ხელმძღვანელობდა მღვდელი გიორგი გამზარდია.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 24 მაისს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილება. მისი თავმჯდომარე ოლღა გიორგის ასული ხოფერია იყო.