რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი მზარდობით
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრიდან ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლას მასწავლებელი პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრიდან ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში რუსულ ენას ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრამდე ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში რუსულ ენას არსენ სიმონის ძე წითლიძე ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრიდან ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში ქართულ ენას მიწვეული მასწავლებელი ქავთარაძე ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრიდან ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში რაჟდენ გამსახურდია ქართულ ენას, საღვთო სჯულსა და სამშობლოს აღწერას ასწავლიდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის იანვრამდე ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილებაში ქართულ ენას, საღვთო სჯულს და სამშობლოს აღწერას წილოსანი ასწავლიდა.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე 49 წლის, დაოჯახებული, 9 შვილის მამა იყო.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის პედაგოგი მაქსიმე ივანეს ძე მარკოზაშვილი 27 წლის იყო. დასაოჯახებელი.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის პედაგოგი ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე 39 წლის იყო. დასაოჯახებელი.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მასწავლებელი ანდრო (ანდრია) ანტონის ძე შუბლაძე იყო 31 წლის, დასაოჯახებელი.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი ბარბარე (ვარია) იოსების ასული ვოლსკი 43 წლის იყო. დასაოჯახებელი.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები იყვნენ: ლეჩხუმში – დესპინე დავითის ასული გელოვანისა (ბანოვანი) და ქაიხოსრო გელოვანი; მოზდოკში – გიორგი ღუდუშაური; მოსკოვში – ალექსანდრე კვალიაშვილი; ნიკოლაევში – ოლგა გიორგის ასული ხოფერიასი; ნოვოროსიისკში – მაკრინე ღლონტისა; ოზურგეთში – დიმიტრი შავიშვილი და მიხეილ თუმანიშვილი; საჩხერეში – ნინო წერეთლისა, მერი წერეთლისა, ბეჟან დავითის ძე წერეთელი და ყარამან ჩხეიძე.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 17 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ გახსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც უნდა განეხილათ წესდებაში შესატანი ცვლილებები, მაგრამ თავმჯდომარეობა ნიკოლოზ ცხვედაძეს გადააბარა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 29 დეკემბრამდე ილია ჭავჭავაძე მეფისნაცვალთან აუდიენციაზე მიჰყვა წყალდიდობით მძიმედ დაზარალებულ ყვარლის მოსახლეობის დეპუტაციას და მოახერხა, რომ მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება მდ. დურუჯის ნაპირების ჯებირით გამაგრების შესახებ.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს, მეფის დროს, არქიფო დუტუს ძე ჩაჩავა ალიხანოვის მკვლელობის გამო გაგზავნილი იყო კავკასიიდან.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს იოსებ ოცხელმა სიმონ ქვარიანი ქუთაისის ქართული გიმნაზიის მასწავლებლად მიიწვია და სამი საგანი ჩააბარა: ფრანგული ენა, ქართული ლიტერატურა და საქართველოს ისტორია.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს სოლომონ მიხეილის (გრიგოლის) ძე ოთარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს ალექსანდრე წერეთელი ამხანაგებთან ერთად მოწაფეთა საერთო მოძრაობის დროს მცირე ხნით დააპატიმრეს.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს ბესარიონ ტარიელის ძე კუტალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

