საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ ნომინალური ხელმძღვანელი პლატონ გაჩეჩილაძე იყო.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს მთავრობის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლისათვის დახურეს ჟურნალი „ეკალი“, მისი რედაქტორი პლატონ გაჩეჩილაძე კი ორი თვით დააპატიმრეს.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს თედო კიკვაძე იყო იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ ხელმძღვანელი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თბილისში არალეგალურად მცხოვრები თევდორე კიკვაძე კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ერმილე ნაკაშიძე იყო აგრონომი ოზურგეთში.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ერმილე ნაკაშიძე იყო ზვანის ჩაის პლანტაციის გამგე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თევდორე კიკივაძემ კერძო გაკვეთილების ჩატარება შეწყვიტა და ოზურგეთი დატოვა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს კაკი წერეთელი და გრიშა ლორთქიფანიძე გურიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდიუმის წევრები იყვნენ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს გენერალი ტოლმაჩოვი გურიაში დამსჯელ რაზმებს ხელმძღვანელობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თევდორე კიკვაძე მეორე სახელმწიფო დუმისთვის დეპუტატთა ამრჩევ საგუბერნიო კონფერენციაში მონაწილეობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თევდორე კიკვაძემ გურიის სოციალ-დემოკრატთა კომიტეტში განაგრძო მუშაობა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თევდორე კიკვაძემ მოსწავლეებისთვის კერძო გაკვეთილების ჩატარებას მოჰკიდა ხელი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თევდორე კიკვაძე ოზურგეთში დარჩა საცხოვრებლად.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თევდორე კიკვაძე ოზურგეთის ციხიდან გათავისუფლდა.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს მაკვანეთში დაპატიმრებული თევდორე კიკვაძე ერთხანს ინგუშ დარაჯთა „პოსტზე“ იჯდა ოზურგეთში.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს გენერალ ტოლმაჩოვის განკარგულებით მაკვანეთში დააპატიმრეს თევდორე კიკვაძე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თევდორე კიკვაძე თბილისიდან თავის მშობლიურ მაკვანეთში დაბრუნდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თბილისში გამოქცეული თევდორე კიკვაძე ერთხანს იქ არალეგალურად ცხოვრობდა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს მთავრობის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლისათვის დახურეს ჟურნალი „ეკალი“. ამ პერიოდში ჟურნალის ხელმძღვანელად თევდორე კიკვაძე იყო დანიშნული.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს, ჟურნალის „ეკალი“ ხელმძღვანელად თევდორე კიკვაძის მუშაობის პერიოდში, იუმორისტულ ნაწილში ჟურნალი ებრძოდა ყველა არამარქსისტულ პარტიასა და მიმართულებას.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ ხელმძღვანელად თევდორე კიკვაძის მუშაობის პერიოდში „პოპულარული განყოფილება“ საზოგადოებისთვის მარქსიზმის გაცნობას ეთმობოდა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს პლატონ გაჩეჩილაძე იყო ასოთამწყობი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს გურიიდან იძულებით წამოსული თევდორე კიკვაძე ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა თბილისში, შემდეგ კი, ლეგალურად ცხოვრების პერიოდში, იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ ხელმძღვანელიც გახდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თევდორე კიკვაძე ოზურგეთიდან თბილისში გამოიქცა, რადგან მას გურიაში პრაპორშჩიკ მგელაძეზე თავდასხმის ორგანიზება დააბრალეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს აგრონომი ერმილე ნაკაშიძე ცხოვრობდა თბილისში, შატინოვის ქუჩა №3-ში.