საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87753

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის გამგეობის წევრად ქართული გიმნაზიის მასწავლებელი სიმონ ქვარიანი დაასახელეს.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვიქტორ დოლიძე კიევში სამუსიკო სკოლის დირექტორ ედ. ზიბერტისთან სწავლობდა ჭიანურზე დაკვრას.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ახალქალაქის ერთ-ერთ სოფელში 140 წლის კაცი – წიბო გაზაშვილი ცხოვრობდა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ბუია რატიანი სტუდენტი იყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტ. ე. გუგუშვილმა მოსკოვიდან მასწავლებელ სტეფანე ძიმისტარაშვილის დაღუპვის გამო სამგლოვიარო ბარათი გამოგზავნა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 23 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატის სესიაზე ფარნა გეგელია გაამართლეს. ბრალდებული თავს თვითონ იცავდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 23 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ ბუია რატიანის საქმე განიხილა. მას ღირსების აყრა და გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა ჰქონდა მისჯილი. იგი გაამართლეს.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს მარიამ ვასილის ასული ზედგინიძე მესამე კლასის მოსწავლე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ნოემბერში ვლადიმერ მესხიშვილის ბიოგრაფიის შესადგენად – 50 მან., ხოლო დასაბეჭდად 100 მანეთი გადადეს. 

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა ჯაჯუ ჯორჯიკიას „ძვირფასი საჩუქარი“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მესხიშვილის იუბილეს მომწყობ კომისიას მისი ბიოგრაფია წიგნად უნდა გამოეცა და გაევრცელებინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ჯიმშელეიშვილმა ხონის სავაჟო პროგიმნაზიას 2000 მანეთი უანდერძა, კუხის მოსახლეობას სავაჟო სკოლის ასაგებად – 3000 მან.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კიევის სამუსიკო სკოლის დირექტორმა ედ. ზიბერტმა საზოგადოებას ვიქტორ დოლიძისთვის ჭიანურის ყიდვა სთხოვა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის ნოემბერში მოსწავლე მარიამ ვასილის ასული ზედგინიძე გარდაიცვალა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ე. ჟღენტი ხაშურის გიმნაზიაში სწავლობდა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ვ. დუმბაძე ხაშურის გიმნაზიის მოსწავლე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დავით ჟღენტის მიერ დაჭრილი სტუდენტ იმნაძის ჭრილობა მსუბუქი აღმოჩნდა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ვ. სიხარულიძე ხაშურის გიმნაზიაში სწავლობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის დეკემბრიდან ალექსანდრე ილარიონის ძე ჯანელიძეს ლექციები უნდა წაეკითხა ფოთში, ბათუმში, ხონში, სამტრედიაში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ზუგდიდში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსანდრე ყანჩელმა აკაკი წერეთლის პოემა „თორნიკე ერისთავი“ რუსულად თარგმნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისში ბესარიონ ქებურია თავისი გამოგონილი აეროპლანით 1 000 მეტრზე აფრინდა და ჰაერში 31 წუთი და 10 წამი გაჩერდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, „სახალხო გაზეთის“ რედაქტორმა ნიკო კურდღელაშვილმა შუამდგომლობა აღძრა სამხატვრო ჟურნალ „სიმების“ გამოსაცემად.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს პ. დოლიძე ხაშურის გიმნაზიაში სწავლობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 14 ნოემბერს გიორგი სანოძე ხონის მამასახლისად აირჩიეს.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 4 დეკემბერს მეეტლე გაბრიელ როინაშვილი ავლაბარში დავით აბაშიძეს დაეჯახა. დამნაშავე პოლიციამ დააკავა.