საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87753

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს მღვდელ-მონაზონი ზაბულონი (ზაქარია თომას ძე ჩინჩალაძე) ჭელიშის მონასტერში მოღვაწეობდა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს მორჩილი ივანე გობეჯაშვილი ჭელიშის მონასტერში მოღვაწეობდა.

1908

ტიპი: ავტორობა

გალაკტიონ ტაბიძემ ლექსების გამოქვეყნება 1908 წლიდან დაიწყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი საადგილმამულო ბანკში მუშაობდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908-09 წლებში ვლადიმერ ივანეს ძე დარჩიაშვილმა გამოსცა ჟურნალები „ალიონი“ და „ახალი კვალი“.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილი ბაქოში დააპატიმრეს.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის გაზეთ „საქართველოს“ მეშვიდე ნომერში კონსტანტინე ნიკოლაძემ ლექსი „დიდებულ მგოსანს" დაბეჭდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის ჟურნალ „ნიშადურში“ კონსტანტინე ნიკოლაძის ლექსი დაიბეჭდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს პავლე ალექსის ძე კალანდაძემ ყოველკვირეული ჟურნალის „ახალი კვალი“ გამოცემა დაიწყო.

1908

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1908 წელს ჰაიდარ-ბეგ აბაშიძე თურქეთიდან ბათუმში დაბრუნდა.

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს ჰაიდარ-ბეგ აბაშიძე ბათუმის საქალაქო სასწავლებელში შევიდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ქუთაისში დაპატიმრებული თედო სახოკია ეტაპით ირკუტსკის გუბერნიაში გაამგზავრეს და საცხოვრებელ ადგილად ვერხოლენსკის მაზრის სოფელი ჟიგალოვო მიუჩინეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს თედო სახოკია ქუთაისის ციხეში მოათავსეს.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908-09 წლებში ლეო შენგელაია სოციალ-რევოლუციონერთა პარტიაში მუშაობდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს თბილისის სამხედრო სასამართლოს დადგენილებით იოსებ გობეჩიას პოლიციის დეპარტამენტი დასჭერად ეძებდა.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ანანია სალუქვაძე დაიჭირეს და ორი თვისა და ცხრა დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

1908

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1908 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩიამ ნამდვილი გვარით დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი, მაგრამ ქალაქში სხვა გვარით ცხოვრობდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს შალვა ნუცუბიძე საჯარო ლექციებს კითხულობდა მარქსიზმის ფილოსოფიოს შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლიდან იოსებ გობეჩია ხრესილში სახალხო მასწავლებლებისთვის გამოცვლილი გვარით კითხულობდა ლექციებს ასტრონომიასა და მათემატიკაში.

1908

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1908-1912 წლები გიორგი ალექსანდრეს ძე გაგლოევი გერმანიასა და შვეიცარიაში ცხოვრობდა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს სიმონ ქვარიანი ფინანასთა სამინისტროში მდივნად მუშაობდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს სიმონ ქვარიანის შედგენილი სასკოლო სახელმძღვანელო „საქართველოს ისტორია“ ყოველწლიურად იბეჭდებოდა 20 ათას ცალამდე.