საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87753

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 17 ნოემბერს ციხიდან გაქცეული ტუსაღი ხუხუა დააპატიმრეს. ორი ტუსაღის კვალს კი ვერ მიაგნეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-20 სხდომას დაესწრნენ: ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, დავით კარიჭაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3-დან 24 დეკემბრამდე ა. მ. ვართანოვს საშობაოდ იაფი ვაჭრობა ჰქონდა გამოცხდებული.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ლ დეკემბერს ქალთა წრის კრებაზე ანტონ ფურცელაძემ თავისი პოემის „თამარ ლაზნელი“ ნაწყვეტები წაიკითხა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სერგო ჩხიკვაძემ ხარკოვიდან დავით ჟღენტის გარდაცვალების გამო სამგლოვიარო ბარათი გამოგზავნა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წელს ა. მ. ვართანოვს სავაჭრო სახლი ჰქონდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში სიღნაღის მაზრის პოლიციის თანამშრომლებმა – გიორგი ტყავაძემ, შავერდ შავერდოვმა და დავით მატატოვმა თავიანთი სურვილით დატოვეს სამსახური.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მეცნიერი მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანი ქართული ენის ფორმებს იკვლევდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ივანე შაიშმელოვმა სიღნაღის სამაზრო პოლიციაში დაიწყო მუშაობა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს პროფესორმა ოსტროუმოვმა სოხუმში იყიდა მიწა, სადაც ტუბერკულოზით დაავადებულთათვის სანატორიუმი უნდა აეშენებინა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 13 აგვისტოს ექიმ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში თვალის დაავადებებს ი. ვარშავსკი მკურნალობდა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 20 მაისიდან ფ. ბაცევიჩი ქუთაისში, სამსონ თოფურიას ამბულატორიაში გინეკოლოგად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ტიტულოვანი მრჩეველი ნიკოლოზ ივანეს ძე ბარამოვსკი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს დირექტორი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს სახელმწიფო მრჩეველი მიხეილ ილიას ძე სუხარევი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს ვიცე-დირექტორი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს V კლასის კოლეგიის ასისტენტი ვადიმ აპოლონის ძე დუკელსკი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს ადმინისტრაციული განყოფილების საქმისმწარმოებელი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს VI კლასის მრჩეველი თომა ოსიპეს ძე ზენკოვიჩი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს ადმინისტრაციული განყოფილების საქმისმწარმოებელი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს პავლე ანდრიას ძე ჟუკოვი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს ადმინისტრაციული განყოფილების საქმისმწარმოებელი იყო.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წელს ტიტულოვანი მრცეველი ა. ა. ალიმოვი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს ადმინისტრაციული განყოფილების საქმისმწარმოებელი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს VII კლასის კოლეგიის ასისტენტი ვალერი კონსტანტინეს ძე ორლოვსკი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს ადმინისტრაციული განყოფილების საქმისმწარმოებელი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს V კლასის დამსახურებული სახელმწიფო მოხელე დავით მოსეს ძე მელიკოვი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს სასამართლო განყოფილების საქმისმწარმოებელი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს გიორგი გრიგოლის ძე ევანგელოვი და გიორგი დავითის ძე საროვი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს სასამართლო განყოფილების საქმისმწარმოებლები იყვნენ.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს სახელმწიფო მრჩეველი გ. ქ. იაკობსონი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს ფინანსური განყოფილების საქმისმწარმოებელი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს სემიონ ალექსანდრეს ძე ლანგეპოზდნევი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს ფინანსური განყოფილების საქმისმწარმოებელი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კოლეგიის ასისტენტი ტარას ივანეს ძე მულინი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს ფინანსური განყოფილების საქმისმწარმოებელი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს გუბერნიის მდივანი კარლ ბიკენტის ძე კლეშინსკი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს ფინანსური განყოფილების საქმისმწარმოებელი იყო.