რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა სოფელ ჭაგნის ბიბლიოთეკის დახმარების შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 25 ივლისამდე ილია ჭავჭავაძე შეხვდა ჟურნალისტ მალაქია ბოლქვაძეს. მათ პეტერბურგში მყოფი ქართველი სტუდენტების ფუქსავატურ ცხოვრებასა და იქაურ ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოების უმოქმედობაზე ისაუბრეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 3 ივლისს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოში სიმონ დავითის ძე წერეთლის თავმჯდომარეობით გაიმართა საგანგებო სხდომა ივერიის ეკლესიის ეგზარქოს ნიკონის მკვლელობასთან დაკავშირებით.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის მოხსენება ძველი სენაკისა და ბათუმის სკოლების რევიზიის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება ყალამშიისა და გომარეთის სკოლების შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძის მოხსენება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ საშუალო კურსის პროგრამით ლექციების ქართულად გამართვის შესახებ. გამგეობამ ეს საკითხი განსახილველად სასკოლო სექციას გადასცა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ გამგეობას ორი კვირით სამსახურიდან გათავისუფლება სთხოვა. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა და მდივნის მოვალეობის შესრულება ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს დაავალა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე როსტომის ძე სურგულაძის განცხადება ქვიშხეთში ანასტასია კლდიაშვილისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მას თუმნის წიგნები გაუგზავნა და მეცადინეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა სთხოვა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 ივლისიდან ირაკლი თაზიშვილი მუშაობდა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოში.
1908
ტიპი: ღონისძიება
მარიკა-მარიამ გერვასის ასული ბარათაშვილი დაიბადა 1908 წლის 8 ივლისს ჭიათურაში.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 11 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 11 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ყალამშიის სკოლას სასწავლო ნივთები გაუგზავნეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 11 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვლადიმერ ლოლუას მიერ საზოგადოებისთვის შეწირული წიგნები, რომლებიც ძველი სენაკის სკოლაში ინახებოდა, ახალი სენაკის სახალხო ბიბლიოთეკას გადასცეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 11 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ბათუმის სკოლას 110 მანეთის წიგნები გაუგზავნეს.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 11 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ყალამშიის სკოლის მასწავლებელი ვლადიმერ ბაკურაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ახალი მასწავლებელი მიიწვიეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 27 ივნისიდან 16 ივლისამდე საზოგადოებაში შევიდა 1691. 25 მანეთი და დაიხარჯა – 652. 32.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბარბარე მაღალაშვილის თხოვნა შვილის იურიევში გასამგზავრებლად ზუბალაშვილის თანხიდან 150 მანეთის სესხად მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ბოდბისხევის ბიბლიოთეკას შენახული ჰქონდა 600 მანეთი, დახარჯული – 409. 27 და წლის ბოლომდე დასახარჯი – 120.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბოდბისხევის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის ფულით ან წიგნებით დახმარების თაობაზე. გამგეობამ მათ 15 მანეთის წიგნები გაუგზავნა.

