რეგისტრირებული ფაქტები81551
სორტირება თარიღი მზარდობით
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 8 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის განყოფილება (მდივანი - სერგო კაკაბაძე) ქუთაისის ფილიალს 1910 წლის 17 დეკემბრის თხოვნის პასუხად ატყობინებს, რომ მთავარ გამგეობას შესაძლებლად მიაჩნია საყმაწვილო წიგნების საკუთარი გამოცემები 20%-იანი შეღავათით დაუთმოს ფილიალს სახალხო სკოლებისა და სამკითხველოებისათვის უფასოდ დასარიგებლად.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილება (მდივანი სერგო კაკაბაძე) ქუთაისის ფილიალს 1910 წლის 17 დეკემბრის თხოვნის პასუხად ატყობინებს, რომ მთავარ გამგეობას შესაძლებლად მიაჩნია თავისი გამოცემული საყმაწვილო წიგნები 20%-იანი შეღავათით დაუთმოს ფილიალს სახალხო სკოლებისა და სამკითხველოებისათვის უფასოდ დასარიგებლად.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 636 მანეთსა და 22 კაპიკს, გასავალი – 631 მანეთსა და 20 კაპიკს.
1911
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე ლავრენტის ძე სანგულია დაიბადა 1911 წლის 18 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ დჯგერდში.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების 1911 წლის შემოსავალი შეადგენდა 6500 მანეთსა და 98 კაპიკს, ხოლო გასავალი – 5961 მანეთსა და 59 კაპიკს.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების შემოსავალი 525 მანეთსა და 55 კაპიკს შეადგენდა, ხოლო გასავალი – 450 მანეთსა და 21 კაპიკს.
1911
ტიპი: თანამდებობა
თბილისის ნოტარიუსის, ილია წინამძღვრიშვილის კანტორა ველიამინოვის ქუჩაზე, №2 სახლში მდებარეობდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 30 იანვარს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ სახელმძღვანელოების დაკაზმვაში ვასილ ყიფიანს 420 მანეთს უხდიდა.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის წარდგენილ მოხსენაბაში იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავს, რომ თავისი ქართული სახელმძღვანელოების კორექტორს თაბახში ხუთ მანეთს უხდიდა, რუსულისას კი – შვიდს, რადგან ამ უკანასკნელს მახვილების გამო უფრო რთული სამუშაო ჰქონდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 30 იანვარს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ „ბუნების კარის" სახელმძღვანელოს დართული საქართველოს რუკის გამოსახულებიანი ლითოგრაფიული ქვა კონსტანტინე მესხიშვილის ლითოგრაფიაში 1910 წელს განაახლებინა, ამიტომ ხელახალი გრავირება ოც წელი მაინც აღარ დასჭირდებოდათ.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის წარდგენილ მოხსენებაში იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავს, რომ მის მიერ საზოგადოებისთვის ნაანდერძევი 5 სახელმძღვანელო ყოველწლიურ 9000 მანეთის მოგებას მოუტანს გამგეობას, რომელმაც შემოსული თანხა შემდეგნაირად უნდა გაანაწილოს: 600 მანეთი სახალხო განათლების ფონდის გასაძლიერებლად გადადოს, 400 მანეთი ვარიანის სკოლაზე დახარჯოს, 300 მანეთით პედაგოგიურ და საბავშვო ჟურნალებს აღმოუჩინოს შემწეობა, 10-20 თუმანი კი კლიშეების განახლებასა და სურათების გამრავლებას მოახმაროს.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 7 თებერვალს მიხეილ ბიჭიას ძე მიქაძე, სპირიდონ გიორგის ძე სიხარულიძე და ირაკლი მახარობლის ძე სიხარულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 7 თებერვალს ექიმი რაჟდენ ივანეს ძე ნანეიშვილი, დავით მიხეილის ძე კვანტალიანი და გიორგი დონდუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 7 თებერვალს გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის მდივანი გახდა.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 7 თებერვალს ექიმი სოლომონ ნიკოს ძე წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე გახდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობის მდივანმა სერგო კაკაბაძემ დავით ბაქრაძეს თანამდებობიდან გადადგომის განცხადების პასუხად სთხოვა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე კვლავინდებურად ეკისრა სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომ სკოლების საქმესთან დაკავშირებით უხერხული მდგომარეობა არ შექმნილიყო. მანამდე კი მთავარი გამგეობა ქუთაისისა და სენაკის სკოლების მართვაგამგეობის მოწყობის თაობაზე იმსჯელებდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იროდიონ ისაკის ძე ხოსიტაშვილს სალიტერატურო ფონდიდან ერთჯერადი დახმარება გამოუყო.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სიმონ ნიკოლოზის ძე სააკაშვილმა 100 მანეთი შესწირა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 თებერვალს აკაკი როსტომის ძე წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პენსიის წინასწარ მიცემა სთხოვა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბუღალტერ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილს 10. 76 მანეთის დავალიანება აღმოაჩნდა. საქმის გამოძიება ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილსა და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს დაევალათ.