საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87657

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი ლეონიძის წერილი „საქართველოსმიერნი“.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ბრძანებით საქართველოს 1-ლი მსროლელთა დივიზიის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი გიორგი მაზნიაშვილი დაჯილდოვდა წმინდა სტანისლავის ორდენით, სტანისლავის ხმლებით, განსაკუთრებული მიღწევებისთვის – რაზმმა მისი ხელმძღვანელობით შავი ზღვის მიდამო, გუდაუთი, ადლერი და სოჭი გაათავისუფლა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა ყოველთვიური ჟურნალი „შვილდოსანი“ N1, რომლის რედაქტორი იყო სანდრო ცირეკიძე. ჟურნალის ფასი 30 მანეთი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა გენერალ-მაიორი გიორგი სარდიონის ძე ამირაჯიბი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი სარდიონის ძე ამირაჯიბი გენერალ-მაიორი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიტე მარგველაშვილის „მონოპოლია საქართველოში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ლეონ მელიქსეთ-ბეგის წერილი „სალამი სომხურ უნივერსიტეტს“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ივანე მაჭავარიანის წერილი „დრამატული საზოგადოების კრების საყურადღებოდ“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა შალვა აფხაიძის (ფსევდონიმით „დამსწრე“) წერილი „თეატრი და მუსიკა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის წერილი „საქართველოს კონსტიტუციის პროექტი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში თბილისის სახელმწიფო თეატრში დაგეგმილი იყო ივანე სარაჯიშვილის ბენეფისი. ის შეასრულებდა რაულის პარტიას ოპერაში „ჰუგენოტები“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 იანვარს უნივერსიტეტის დღესთან დაკავშირებით დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად პროფესორი დიმიტრი უზნაძე ქუთაისში მიემგზავრებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 იანვარს უნივერსიტეტის დღესთან დაკავშირებით თბილისში, არტისტული საზოგადოების დარბაზში გაიმართებოდა საღამო, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ფშავიდან საგანგებოდ ჩამოვიდა პოეტი ბაჩანა (ნიკოლოზ პავლეს ძე რაზიკაშვილი).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, 19 საათზე, საქართველოს ტექნიკურ საზოგადოებაში, ფრეილინის ქ. N11, გაიმართებოდა საზოგადო კრება, რომელზეც ინჟინერი ვასილ მიხეილის ძე კაკაბაძე წაიკითხავდა მოხსენებას „საჭირო ტექნიკური საქმიანობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან კავშირში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს, 19 საათზე, საქართველოს ტექნიკურ საზოგადოებაში, ფრეილინის ქ. N11, გაიმართებოდა საზოგადო კრება, რომელზეც ინჟინერი მიხეილ ყაუხჩიშვილი წაიკითხავდა მოხსენებას „საზღვარგარეთის შთაბეჭდილებანი“.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დირიჟორ სამუელ სტოლერმანის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეს იძიებდა რაიონის ორი გამომძიებელი: ა. პოპლოვსკი და მისი ხელმძღვანელი, პროკურორის მოადგილე ალექსანდრე პოლტარაცკი. საქმე მალე გადაეცემოდა სასამართლოს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 5 იანვარს თბილისის ხაზინის უფროსი მოლარე ვლადიმერ ალექსანდრეს ძე კორინთელი იმავე ხაზინის ხაზინადრად დაინიშნა. ბრძანებას ხელი მოაწერა ფინანსთა სამინისტროს კომისარმა ქრისტეფორე კარჩიკიანმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მცხეთის კერამიკის ქარხანას მხატვარი ბორის შებუევი და ინსტრუქტორი მიხეილ დადეშქელიანი ხელმძღვანელობდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მხატვარ ბორის შებუევისა და ინსტრუქტორ მიხეილ დადეშქელიანის მმართველობისას მცხეთის კერამიკის ქარხანა საკმაოდ გაფართოვდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ დადეშქელიანი იყო ინსტრუქტორი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბორის შებუევი იყო მხატვარი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს, დილის 7 საათზე სამინისტროთა ახალ შენობაში (ყოფილ კადეტთა კორპუსის შენობა) გაჩნდა ხანძარი, სადაც მალე მოვიდნენ გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარე ვალიკო ჯუღელი, მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დუტუ მეგრელმა თავისი ნაწარმოები „მწირი სარდალი“ წარუდგინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნ. ერისთავისა და ნ. ღოღობერიძის სახელობის პრემიის მისაღებად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკო ჯანაშიამ თავისი ნაშრომი „აბხაზსკი კულტ ი ბიწიე“ (სამეცნიერო აკადემიის გამოცემა) წარუდგინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნ. ერისთავისა და ნ. ღოღობერიძის სახელობის პრემიის მისაღებად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი არაყიშვილმა თავისი ნაშრომი „გრუზინსკოე ნაროდნოე მუზიკალნოე ტვორჩესტვა“ წარუდგინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნ. ერისთავისა და ნ. ღოღობერიძის სახელობის პრემიის მისაღებად.