საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92240

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 31 იანვარს გაიხსნა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი. გამგეობის თავმჯდომარის სიტყვის შემდეგ გრიგოლ დავითის ძე ნასარიძემ წაიკითხა ლექცია „ჰაერი და ჰავა“.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, არკადი ნიკოლოზის ძე მილოვის დაჭრაში ეჭვმიტანილი ნოქრები სატუსაღოდან გაათავისუფლეს.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 2 თებერვალს თბილისის პოლიციამ ა. სარიჩკინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მ. მ. პირუმოვი და ო. მოვსესოვი დააკავა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 31 იანვარს გაიმართა დრამატული საზოგადოების კრება, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი თავმჯდომარეობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გინტორი ამიერკავკასიის რკინიგზის ინჟინერი იყო.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 1-ელ თებერვალს პოლიციამ შეიპყრო თბილისის მოქალაქე ვ. ი. კოროსიანცი, რომელსაც ამიერკავკასიის რკინიგზის ინჟინერ გინტორის მკვლელობა ედებოდა ბრალად.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვალს ქართულ თეატრში ვასილ ყიფიანის ხუთმოქმედებიან დრამას, „სამეგრელოს მთავარი ლევანი“ წარმოადგენდნენ.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მიხეილ ქოიავა და ევგენი პერტენავა ვა(ო)გზლის N17-ში სასტუმრო „ბორჯომს “ფლობდნენ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 7 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დიდუბეში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის გახსნასა და კურთხევას უნდა დასწრებოდნენ.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებას დიდი ჯიხაიშის, საჭილაოს, მუხიანისა და კულაშის სამკითხველოები ჰქონდა.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 402 მანეთსა და 14 თეთრს, გასავალი – 400 მანეთსა და 20 თეთრს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის მეთაური წერილი „ჩვენი თეატრი და საზოგადოებრივი მიმდინარეობა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსი „გაჰქრა ოცნება!..“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის წერილი „ჩემი შენიშვნები“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ნიკოლოზის ძე ბოჭორიშვილის, მიმქრალის ფსევდონიმით, ლექსი „... ოხ, ნუ ჩამოჰკრავ ბროლის თითს ჩონგურს ...“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 7 თებერვალს ქართულ თეატრში გამართულ მარო მდივნის ბენეფისზე წარმოადგინეს პიესები „შურისძიების ღმერთი“ და „დრამატული გამგეობის წევრი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „მსახიობის დღიურიდან“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვალერიან გუნიას ვოდევილის „დედის ერთა“ 1-ელი ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატიის „მომავალი მსახიობი“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლევან მეტრეველის სტატიის „სიტყვა-კაზმულ ნაწარმოების საერთო დაფასება“ მე-5 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე მანუელის ძე ანდრონიკაშვილის, კონსტან-ანდრონის ფსევდონიმით, წერილი „ავქსენტი ცაგარლის საფლავი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მნაცაკან ისაკოვის ლექსი „ჩემი ქვეყანა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ხერხეულიძის წერილი „ნაწყვეტ-ნაწყვეტი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ რუბრიკით„დიდებულ ადამიანთა ცხოვრებიდან“ დაიბეჭდა დ. დავიდიანის სტატია „ბეთჰოვენის სიკვდილი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის, ექიმ შტოკმანის ფსევდონიმით, სტატია „გონება თუ მუშტი?!“