რეგისტრირებული ფაქტები87614
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი იუწყებოდა, რომ ნაფიცი ვექილის, იასე ბარათაშვილის მეუღლის, ელენე ბარათაშვილისას პანაშვიდები გაიმართებოდა ყოველდღე, 18 საათზე, გამოასვენებდნენ 10 თებერვალს, 10 საათზე, საკუთარი სახლიდან, ოლღას ქ. N20 ქაშვეთის ტაძარში, დაკრძალვდნენ ვერის წმ. ნიკოლოზის სასაფლაოზე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბიქტორ კონსტანტინეს ძე სვიმონიშვილი ელენე სვიმონიშვილ-ბარათაშვილის ძმა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო ივანეს ასული სვიმონიშვილისა ელენე კონსტანტინეს ასული ბარათაშვილისას დედა იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი იუწყებოდა, რომ 8 თებერვალს მღვდელ ალექსი პეტრეს ძე ეპიტაშვილის წლის წირვა და პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ წერს, რომ 1919 წლის დეკემბერში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მიერ სამხედრო მინისტრის თანამდებობის აღდგენა სასურველი მოვლენა იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმის გამგეობის წევრი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს სერგი რომანოზის ძე გორგაძე იყო საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმის გამგეობის წევრი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვარს, თელავში, საგანგებო კომისიის მიერ კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის ნაწარმოებთა გახსნას დაესწრნენ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმის გამგეობის წევრები: სერგი გორგაძე და იროდიონ სონღულაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 თებერვალს, 19 საათზე, სახაზინო რკინიგზის სამმართველოში ინჟინერ გიორგი ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით საუღელტეხილო რკინიგზის გაყვანის შესახებ თათბირი გაიმართა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსი პეტრეს ძე ეპიტაშვილი მღვდელი იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 თებერვალს, 12 საათზე, მსახიობ ვალერიან შალიკაშვილის წლისთავის აღსანიშნავად წირვა და პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოლღა იოსების ასული დავითაშვილისა იყო დეკანოზ ალექსანდრე სიმონიშვილის და.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ გრიგოლის ასული ტატიშვილი-სიმონიშვილისა იყო დეკანოზ ალექსანდრე სიმონიშვილის მეუღლე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს დეკანოზი ალექსანდრე იოსების ძე სიმონიშვილი მე-3 და მე-6 გიმნაზიების საღმრთო სჯულის მასწავლებელი იყო.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 8 თებერვალს გარდაიცვალა დეკანოზი ალექსანდრე იოსების ძე სიმონიშვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაიანე იოსების ასული ეპიტაშვილისა იყო მღვდელ ალექსი ეპიტაშვილის დედა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის პირველ აპრილს ქუთაისის გუბერნატორი ალექსანდრე იგნატეს ძე გროსმანი სოფ. ოქუმში ხალხთან შესახვედრად ჩავიდა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 11 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ შალვა ორაგველიძეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
1887
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1887 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ხონში მოქმედი ორი საქალებო სკოლიდან ერთ-ერთი იულონ შარაშენიძემ დააარსა.

