რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალიდან (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) მთავარ გამგეობას შეატყობინეს, რომ განყოფილების ქონებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მაისსა და ივნისში გადაწყვეტილი ჰქონდათ სახალხო სეირნობის და ლატარია-ალეგრის გამართვა. მეფისნაცვლისგან ნებართვის ასაღებად დახმარება მთავარ გამგეობას სთხოვეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 10 აპრილს მარო თარხნიშვილის ხელმძღვანელობით ქალაქ გორის თეატრში ჩატარდა კონცერტი. გორის თეატრში ამ დროს მასთან ერთად მოღვაწეობდნენ ვანო სარაჯიშვილი, ალექსანდრე ინაშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვასო აბაშიძე, იუზა ზარდალიშვილი, შალვა დადიანი და ნიკო გოცირიძე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 10 აპრილს გორის ადგილობრივ კლუბში მარო თარხნიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ კონცერტზე დები თარხნიშვილების გუნდმა შეასრულა შემდეგი ნაწარმოებები: „დაიგვიანეს“, „ჭონა“, „მუშური“, „ოროველა“, „ურმული“, „მე რეგვენი პატარძალი“, „ნანა კახური“, დამუშავებული მარო თარხნიშვილის მიერ. კლუბი სავსე იყო მსმენელით.
1910
ტიპი: ღონისძიება
სამსონ ფირცხალავას მიერ 1910 წლის 12 აპრილს შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმართვას ოთხი ადრესატი ჰყავდა: შავი ქვის მწარმოებელთა კრების საბჭო, ქუთაისისა და ჭიათურის დრამატული საზოგადოებები და თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის საპედაგოგო საბჭო. გამგეობამ ამ ორგანიზაციებს შეატყობინა იაკობ ნიკოლაძის მიერ ქანდაკების დასრულების შესახებ და სთხოვა, დროულად დახმარებოდნენ შეპირებული თანხით. საზოგადოების წევრებს სურდათ 30 აგვისტოსთვის მოესწროთ ილია ჭავჭავაძის საფლავის საბოლოოდ მოწყობა და ძეგლის გახსნა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
კლავდია ემანუელის ასული დევდარიანი დაიბადა 1910 წლის 12 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მირონწმინდაში.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 14 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ფულადი დახმარების უმორჩილესი თხოვნით მიმართავს ქუთაისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოსა და ქუთაისის ბანკის ზედამხედველობის კომიტეტს, რათა ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების მესამე წლის თავზე, ე. ი. 30 აგვისტოს, შესაძლებელი გახდეს პოეტის ძეგლის კურთხევა და გახსნა. ხელს აწერს გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა.

