საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87612

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აპრილს ი. კანდელაკმა სოფელ ვანში სასოფლო აფთიაქი გახსნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 აპრილს სოფელ ღვარდიაში ჭირნახულით სავსე ბეღელი დაუწვეს დეკანოზ მ. ი. ვაწაძეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ ნათარგმნი პარია კორიგანის თხზულება „პინოდას ბიძაშვილი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას ლექსი „გაზაფხული“.

1888

ტიპი: სტატუსი

1888 წლის 20 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ი. ფოფხაძე მღვდელი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 აპრილს სოფელ ბარეულში თავად მ. ყ. წულუკიძეს წისქვილი და საზაფხულო სასახლე დაუწვეს.

1888

ტიპი: სტატუსი

1888 წლის 20 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოქროპირ დვალი სასულიერო პირი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 აპრილს სოფელ ტბეთში მცხოვრებ გლეხ ევნაძეს 100 თუმნად ღირებული მარანი გადაუწვეს.

1888

ტიპი: სტატუსი

1888 წლის 20 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ი. ვაწაძე დეკანოზი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 20 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე გარსევანიშვილის ისტორიული წერილი ასპინძის ომის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამერიკის ყოფილი კონსული დულიტლი გამოეთხოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს და საქართველოს წარმატება უსურვა.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წლის ოქტომბერში ბორჩალოს მაზრაში მცხოვრები საბა ციხელაშვილი დაიკარგა. იგი თბილისში წასულა სავაჭროდ და მეორე დღეს უკან დაბრუნებული სახლში აღარ მისულა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 აპრილს სოფელ ბარეულში მღვდელ ოქროპირ დვალს მარანი დაუწვეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის პირველ აპრილს სოფელ ოქუმში მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ქუთაისის გუბერნატორმა გროსმანმა. ის ამბობდა, რომ სოფელში გახშირებული ქურდობის აღმოსაფხვრელად აუცილებელი იყო საზოგადოებას შესაბამისი ორგანოებისთვის მიეწოდებინა საჭირო ინფორმაცია.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა ქ. თბილისის ხმოსანი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანმა პართენ გოთუამ კითხვა დასვა მომარაგების ფონდის შესახებ, შეჰქონდა თუ არა ამ ფონდში ქალაქს თანხები და როდის დაიწყებდა ის მოქმედებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანმა გრიგოლ გველესიანმა იკითხა, როდის დაიწყებოდა სამეურნეო შემოქმედებითი მუშაობა, რომელიც ყველა დეფიციტს დაფარავდა, მან წამოაყენა საკითხი, რომ ქალაქს გაეყიდა ნავთი, რომელიც სულ მცირე, ათ მილიონ მანეთს მოუტანდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა დაამტკიცა ზოტიკე და თომა ჩიქვილაძეების საქმე. ისინი პოლიტიკურ ნიადაგზე იყვნენ გასამართლებულნი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს მარქაროვი ბოქაულად მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ გელოვანი ბაქოში ჩავიდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“იოსებ გრიშაშვილის „გამოსათხოვარი უსტარი“ დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წელს ნაუმ კარანაძე სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის წევრი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ილარიონ დარსმელიძემ და ნაუმ გეგეშიძემ სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 5-5 მანეთი შესწირეს, ანეპოდისტე აბრამიშვილმა — 4 მანეთი.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ ცხადაძე ავადმყოფობის გამო პეტროვკის სატუსაღოდან ქუთაისის სატუსაღოში ჩამოიყვანეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ტუნა (ივლიანე) წითაძემ სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წიგნები შესწირა.