საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93586

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქალაქის იურისკონსულტის თანაშემწე ქანანოვმა ტრამვაის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, უკანონოდ გადახდილი ბილეთის საფასურის დაბრუნებას ითხოვდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქ. კარბელაშვილი ავლაბრის აუდიტორიაში „იასონს“ წაიკითხავდა.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ ბასილეთის სკოლის პედაგოგი ემელიანე ლომთაძე დააკავეს.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ემელიანე ლომთაძე სოფელ ბასილეთის სკოლის პედაგოგი იყო.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფ. ჯვარცხმის პედაგოგები სერგო რუხაძე და პარმენ ჭანიშვილი დააკავეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, კავკასიის ნამესტნიკის თანაშემწემ სენაკის მაზრის მცხოვრებ ვასილ ნ. გუნიას სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მისცა.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, პოლიციამ სომხის ბაზარში გორის მაზრის მცხოვრები დ. დ. ათანელოვი დააკავა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, დაკარგულ ბადალ მკირტის ძე კაჭარიანის მოსაძებნად პოლიციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 4 მარტს ვაკეში პოლიციელი ძაღლების გამოცდა მოეწყო, რომელსაც პოლიცმეისტერის თანაშემწე სტროევი და ბოქაულები ესწრებოდნენ.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ფოთში ბარაკიდან ინფექციური დაავადების მქონე პაციენტი კარაფა კარაბუტი გაიქცა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ფოთში ექიმი დავით ღამბაროვი ყელჭირვებით (ქუნთრუშა) ავად გახდა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ქრისტეფორე გურგენიძემ, გიორგი გეგაძემ და ი. მგელაძემ სევასტი მურვანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოაქვეყნეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გამოვიდა ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის წიგნი „მრეწველობა, ვაჭრობა-ხელოსნობა საქართველოში“. ღირებულება – 50 კაპ.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 1-ელ მარტს ოზურგეთში აფთიაქის შეგირდ პ. ზედგენიძეს შემთხვევით რევოლვერი გაუვარდა და გიორგი დუმბაძე მოკლა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 28 თებერვალს სოფელ ასკანაში თალაკვაძის სახლიდან გამოსული ისაკი თოიძე 30-მდე ჩასაფრებულმა „სტრაჟნიკმა“ (სოფლის პოლიციელი) მოკლა.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, დაპატიმრებულ ფ. და გრ. ღლონტებს ერთთვიანი პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო რ. ღლონტი გაათავისუფლეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქალაქის საბჭოს მიერ მოწვეული ბელგიელი ინსტრუქტორი ლებონი თბილისში ტრამვაის გადაადგილების საკითხებზე მუშაობდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, „თბ. ლისტის“ რედაქტორმა ივ. გრ. ხაჩატუროვმა ქართულ ენას ძაღლების ენა უწოდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბ. ოსტროვსკიმ გაზეთ „ზაკავკაზიეში“ გააგზავნა წერილი, რომელშიც 4 ხმოსანს აკრიტიკებდა. გაზეთის მფლობელმა შალვა ამირეჯიბმა ერთ-ერთ მათგანზე ინფორმაცია არ დაბეჭდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა გაზეთ „ვოხროჟდენიეს“ რედაქტორი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალისტთა პატივის აღმდგენი სასამართლოს წევრის, ნაგურსკის ინფორმაციით, პ. გელეიშვილი გაზეთ „ვოზროჟდენიეს“ რედაქტორ პართენ გოთუასგან ქრთამის სახით 150 მანეთს იღებდა.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბათუმში 3 ქართული დასი ფუნქციონირებდა: გიგას და უ. მამულოვის დასი და ადგილობრივ სცენისმოყვარეთა ჯგუფი, რომელსაც ბ. ხარიხაშვილი რეჟისორობდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ დაიბეჭდა სხივიშვილის (სერგი ჯინჭველაშვილის) წერილი საყულიის (ქუთაისის მაზრა) საზოგადოებაზე, რომელშიც ის ძველ მამასახლისებს ს. კეპულაძესა და ი. კაშიას საზოგადო ფულის გაფლანგვაში ამხელდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 6 მარტს ნოტარიუსმა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა დაამტკიცა ოლღა ჭავჭავაძისეული საგურამოს მამულის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სრულ საკუთრებად ქცევის დამადასტურებელი ნასყიდობის დოკუმენტი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 7 მარტს კონსტანტინე იოსების ძე გამყრელიძის მოწვევით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წინასწარი კრება გაიმართა. კრებას 30 კაცი ესწრებოდა.