რეგისტრირებული ფაქტები93586
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, პოლიციამ სომხური სემინარიის პედაგოგი გ. კ. ხაჟინიანი და ანანოვის საქალებო სკოლის მდივანი ს. კართაშიანი შეიპყრო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისის გუბერნატორმა იარაღის უკანონოდ შენახვისთვის ს. მელიქიანი 100 მანეთით დააჯარიმა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სავაჭრო-სამეურნეო მეთვალყურე ხარაზიანმა ყასაბ ახვერდოვს კამეჩის ხორცის ძვირად გაყიდვისთვის ოქმი შეუდგინა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 12 მარტს ერევნის მოედანზე ტრამვაის ვაგონი N31 ი. ი. აზამის ფურგონს დაეჯახა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 12 მარტს ერევნის მოედანზე ტრამვაის ვაგონი N31 ი. ი. აზამის ფურგონს დაეჯახა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბათუმში დაკავებული ბილი ტალახაძე გორის ციხეში გადაიყვანეს.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 10 მარტს სოფელ წრომში, ალექსანდრე ციცქიშვილის სახლში მცხოვრები მღვდელი, ალ. დავითაშვილი მოკლეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 9 მარტს ქუთაისიდან ფოთში ჩასულმა საგანგებო საქმეთა გამომძიებელმა სენკევიჩმა პეტრე ურუშაძის ბინა გაჩხრიკა. მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი აღმოუჩინეს, ის მაინც დააპატიმრეს.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სენკევიჩი იყო რუსეთის საგანგებო საქმეთა გამომძიებელი ქუთაისის გუბერნიაში.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სადამსჯელო რაზმმა ნიკოლოზ ხრისტოფორეს ძე პოპოვის ხელმძღვანელობით, ბორჯომის ხეობის სოფელ ყვებიში მცხოვრები გლეხები — ერმინე და ალექსანდრე ტალახაძეები, კიკო ბლიაძე, ვანო თედოს ძე გელაშვილი, სოლო ბურჯანაძე და დათიკო გელაშვილი, ტყის უკანონო გაჩეხვისთვის გაამათრახა.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, არჩილ ნოზაძე, გ. ფასუაშვილი, ლაზო კაჭუნაშვილი, სანდრო მარგველაშვილი და ვასო მიქაბერიძე 5 წლით ასტრახანში გადაასახლეს.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ დაიბეჭდა სადგურის მუშათა ნაწილის საპროტესტო წერილი ირაკლი მ-ს წინააღმდეგ, რომელსაც მუშების ერთმანეთთან დაპირისპირებაში სდებდნენ ბრალს. წერილს ხელს აწერენ: გიორგი ფილია, მელიტონ კალანდაძე, იორდანე გორდელაძე, ილია კალაძე, ილიკო ლომთაძე და სხვ.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ დაიბეჭდა სადგურის მუშათა ნაწილის საპროტრსტო წერილი ირაკლი მ-ს წინააღმდეგ, რომელსაც მუშების ერთამანეთთან დაპირისპირებაში სდებდნენ ბრალს. წერილს ხელს აწერენ: ანთიმოზ მეტრეველი, გერმანე პაიჭაძე, ტარიელ ყენია, ილია კალანდაძე, ალექსანდრე კობახიძე და სხვ.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ დაიბეჭდა სადგურის მუშათა ნაწილის საპროტესტო წერილი ირაკლი მ-ს წინააღმდეგ, რომელსაც მუშების ერთმანეთთან დაპირისპირებაში სდებდნენ ბრალს. წერილს ხელს აწერენ: თედო მაისურაძე, ევტიხი ჩიგოგიძე, სეილან დოლიძე, რაფიელ ლომთათიძე, დომენტი თალლაკვაძე და სხვ.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ დაიბეჭდა სადგურის მუშათა ნაწილის საპროტესტო წერილი ირაკლი მ-ს წინააღმდეგ, რომელსაც მუშების ერთმანეთთან დაპირისპირებაში სდებდნენ ბრალს. წერილს ხელს აწერენ: ფარნა დოლიძე, სიმონ ბერაძე, კოტე დოლიძე, არტემ წიქარიძე, სიმონ მამალაძე, აფრასიონ ლომთათიძე და სხვ.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ დაიბეჭდა სადგურის მუშათა ნაწილის საპროტესტო წერილი ირაკლი მ-ს წინააღმდეგ, რომელსაც მუშების ერთმანეთთან დაპირისპირებაში სდებდნენ ბრალს. წერილს ხელს აწერდნენ: ანთიმოზ მეტრეველი, გერმანე პაიჭაძე, ტარიელ ყენია, ილია კალანდაძე, ალექსანდრე კობახიძე და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ნამდვილმა წევრებმა დაბა ცხინვალიდან გაუგზავნეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია და სთხოვეს ამ პირთა წევრებად მიღება უახლოეს დროში, რადგან ცხინვალის მაცხოვრებელთა ჯგუფს განზრახული ჰქონდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების დაარსება დაბა ცხინვალში.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან სამსონ ფირცხალავას ილია მაჭავარიანმა გაუგზავნა დაბა ცხინვალში საზოგადოების წევრობის მსურველთა სია და სთხოვა გამგეობას ამ პირთა წევრებად მიღება.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მარტს ქართულ თეატრში ეკატერინე გაბაშვილის თაოსნობით გაიმართა „გასამართლება „სამშობლოს“ გმირების ქეთევან ლიონიძისა და ლევან ხიმშიაშვილისა“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მარტს ქართულ თეატრში გამართულ წარმოდგენაში „გასამართლება „სამშობლოს“ გმირების ქეთევან ლიონიძისა და ლევან ხიმშიაშვილისა“ კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი ნაფიც მსაჯულთა მამასახლისის როლს ასრულებდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მარტს ქართულ თეატრში გამართულ წარმოდგენაში „გასამართლება „სამშობლოს“ გმირების ქეთევან ლიონიძისა და ლევან ხიმშიაშვილისა“ ილია ზურაბიშვილი მსაჯულთა თავმჯდომარის როლს ასრულებდა.

