საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92240

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანა ნიკოლოზის ასულ ჟურულის ლექსი „გამომშვიდობება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „დიქცია“ (ნიშნების დასმა კითხვის დროს) მე-6 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბარბარე ისაკის ასული ხოსიტაშვილის ლექსი „შეხვედრა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „დიქცია“ (თამაშობა თუ ცხოვრება) მე-7 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისს ბახმაროში დადგეს აღალო თუთაევის „ბედმა მიღალატა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 ივლისს ხონში, წარმოდგენების სეზონის გახსნაზე, სათეატრო გამგეობის სახელით სიტყვა წარმოთქვა პოლიევქტო კიკალიშვილმა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 20 ივლისს თელავში ილიაობის აღსანიშნავად გამართულ წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ბეგლარ ახოსპირელი, იოსებ მჭედლიშვილი, მელქო აჯიმამუდოვი და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 20 ივლისს ლიზა ყარალაშვილმა თელავში ილიაობის აღსანიშნავად გამართულ წარმოდგენაზე იმღერა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 ივლისს ხონში ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ და აკაკი წერეთლის „ბუტიაობა“ დადგეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს გამართულ თბილისის პროფ. კავშირთა საბჭოს სამდივნოს სხდომამ მოისმინა სასტუმრო „ჩრდილოეთის“ ნომრების მეპატრონეების – ბ.მ. ზელცერის და სიხარულიძის განცხადება, რომ მათი მოსამსახურეები დაემორჩილნენ სასტუმროს ახალ პატრონს, რომელსაც კანონით სასტუმრო არ ეკუთვნოდა. სამდივნომ დაადგინა, რომ ეს საკითხი მის კომპეტენციაში არ შედიოდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 25 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ წიგნების მაღაზიის გასახსნელად კრედიტი სთხოვა და კრედიტზე პასუხისმგებელ პირთა სია გაუგზავნა, რომელშიც იყვნენ: ვასილ ბესარიონის ძე კახიძე, ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილი, თამარ ალექსანდრეს ასული აბაშიძე, ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი, ანასტასია რაფიელის ასული კახიძე, ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძე, თამარ ალექსანდრეს ასული ყაზახაშვილი, გიორგი ივანეს ძე ხიზანაშვილი და გიორგი დავითის ძე იორდანაშვილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ საზოგადოების თელავის განყოფილებამ გადაწყვიტა 15 აგვისტოდან ქ. თელავში წიგნებისა და სასწავლო ნივთების მაღაზიის გახსნა. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი თამარ აბაშიძისა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა, არაუგვიანეს 5-6 აგვისტოსა ასი თუმნის კრედიტის მიცემა ქ. თელავში წიგნებისა და სასწავლო ნივთების მაღაზიის გასახსნელად. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი თამარ აბაშიძისა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტრიფონ რამიშვილის სამმოქმედებიანი დრამის „საბედისწერო დამბაჩა“ მე-4 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ შიუკაშვილის ღია წერილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატია „ვიქტორ ჰიუგო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე მგელაძის ლექსი „მე და ისინი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური წერილი „კიდევ ავტორთა ჯილდო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ია ეკალაძისადმი მიძღვნილი ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილის ლექსი „მოგონება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „ბედო პირშავო!..“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნოე ალექსის ძე ჩხიკვაძის ლექსი „ღამე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე აბაშელის ლექსი „ამონაკვნესი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის წერილის „ჩემი შენიშვნები“ მე-6 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 25 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძის წერილი 14 ივლისს ხონში გამართული წარმოდგენების შესახებ („სიძე-სიმამრი“ და „ოთხი იმერელი“).

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 25 ივლისს ჭიათურაში დადგეს ტრიფონ რამიშვილის პიესა „საბედისწერო დამბაჩა“, რომელშიც ივანე ბარველი მონაწილეობდა.