რეგისტრირებული ფაქტები93583
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისში, მუხრანის ქ.N81-ში, მიხეილ ნიკოლოზის ძე კოდალოვთან გლეხთა ამხანაგობა „კახეთის“ ღვინო იყიდებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 23 მარტიდან ნ. ი. აბრამოვიჩმა სახაზინო თეატრში ლექციების კითხვა დაიწყო.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ა. ენფიანჯიანცის თამბაქოს ფაბრიკა აუწყებდა თავის მუშტარს, რომ უკვე 120 000 „ეკსტრა პაპიროსს“ ამზადებდა, ფასი: 25 ცალი — 10 კაპიკი, ხოლო 15 ცალი — 6 კაპიკი.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალ სხივში“ ალექსი, მიხეილ, ნიკოლოზ, კონსტანტინე და ბეგლარ პაიჭაძეები ახლობლებს მამის — სიმონ დავითის ძე პაიჭაძის გარდაცვალებას აუწყებდნენ. დაკრძალვა გაიმართებოდა ფოთში, სომხის ქუჩაზე მდებარე სახლიდან.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სასტუმრო „კავკაზში“ მიხრან ხანჯიანცის არტელი ბაღდადური ჯიშის თეთრი აბრეშუმის პარკის თესლს ყიდდა.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ნიკოლოზ ბოზარჯიანცის „დრუჟბა და ტოვარიშჩი“ მომხმარებლებს საუკეთესო პაპიროსს სთავაზობდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, კბილის ექიმი სოფიო რომანიშვილი-დგებუაძე პაციენტებს ავჭალის ქუჩა N 31-ში, 14:00-დან 18:00 საათამდე იღებდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, კბილის ექიმი ს. ვაშაყმაძე პაციენტებს ვერის დაღმართზე, N 15-ში, 11:00-დან 19:00 საათამდე იღებდა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 3 მარტს ჰაეროსტატის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა გერმანიის რაიხსტაგის დეპუტატი და მეცნიერი ვერნერ უგო ვილჰელმ დელბრუკი.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახელმწიფო ბანკის მოხელე ჩერენიხოვსკიმ 1000 მანეთი გაფლანგა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 21 მარტს სასახლის ქუჩაზე მომხდარი შელაპარაკების ნიადაგზე, ლ. კ. ჯორჯაძემ საგუბერნიო ციხის უფროსი კ. ფ. ივლევი მოკლა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ყალბი ფულის დამზადების ბრალდებით პოლიციამ მეძმარიაშვილი, ი. ნ. დემუროვი და ოზურგეთის მოქალაქე პ. ა. კალატოზოვი შეიპყრო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მ. ი. ჟუკოვსკისთვის ფულის გამოძალვის ფაქტზე ამიერკავკასიის რკინიგზის ყოფილი მოსამსახურე ი. გ. გურსკი და მისი 14 წლის ვაჟი დააკავეს.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ოდესის საოლქო სასამართლოში ავადმყოფობის ხელოვნურად გავრცელების ბრალდებით ო. სინაურიძის, ა. ვასაძის, პ. და გ. მეტრეველების, მ. მოსიაშვილის, დ. კახიაშვილისა და ხ. ბეჩუაშვილის საქმე განიხილებოდა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 20 მარტს არტილერიის საწყობთან დარაჯმა ნიკ. აკ. ტვარჩენკომ თავი მოიკლა.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ შემოქმედის მცხოვრები, ძებნილი მიხ. ვანიძე პოლიციაში გამოცხადდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 25 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია აბრამის ძე ზარაფიშვილის ანდერძი, რომლის მიხედვითაც, მისი თელავის სახლი საზოგადოების საკუთრებაში გადადიოდა. გამგეობის გადაწყვეტილებით, ანდერძის პირი უნდა გაეგზავნათ საზოგადოების თელავის განყოფილებაში, ვექილ ვლადიმერ გრიგოლის ძე კანდელაკისთვის კი ეკითხათ, რა ზომები უნდა მიეღოთ ანდერძთან დაკავშირებით.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 27 მარტს ქართულ თეატრში გრიგოლ რობაქიძე ოსკარ უაილდის შესახებ წაიკითხავდა ლექციას „რელიგია მშვენიერებისა“.

