რეგისტრირებული ფაქტები93582
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ ნიგოითში, გოგეშვილის სახლში, ბავშვებს თამაშის დროს თოფი გაუვარდათ, რომლის დროსაც 8 წლის ნარსია გარდაიცვალა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ოლგასა და ბელინსკის ქუჩების კუთხეში, ტატო გაბაშვილის სახლის სარდაფში, კახეთის მეღვინეთა ამხანაგობა „ხირსის“ მაღაზია გაიხსნა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 29 მარტს ქართულ თეატრში წარმოდგენილ სპექტაკლში „ხათაბალა“ ნატალია გაბუნია-ცაგარლისა ხამფერას როლს ასრულებდა, ვასილ აბაშიძე — ისაიას და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართული ხორო კოტე ჩარკვიანის ლოტბარობით ქართულ სიმღერებს იმღერებდა. დასაწყისი 8 საათზე. ბილეთის ფასი 10-20 კაპიკი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს გაზეთ „ახალი სხივის“ საშუალებით სილოვან თავართქილაძე გურიის მეაბრეშუმეებს აცნობებდა, რომ დაბა ჩოხატაურის მაღაზიამ შეიძინა აბრეშუმის მაღალი ხარისხის თესლი „ხრისტოდული“, რომლის აღებაც შეიძლებოდა სოფელ ხიდისთავში — ემილ ლომთათიძესთან, ნაგომარში — თომა ნინიძესთან, ბუკნარში — მირიან ბუკიასთან, ხოლო გულეიკარში — იოსებ მაღულარიასთან.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახელმწიფო დუმის სხდომაზე გიორგი ზამილოვსკიმ და ნიკოლოზ მარკოვმა მხარი დაუჭირეს შესწორებას, რომლის მიხედვითაც ებრაელებს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევა ეკრძალებოდათ.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებისთვის აწყურის უბნის ბოქაულები ლ. უზნაძე და პ. სოსიე პასუხისგებაში მისცეს.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 29 მარტს პოლიციამ შეიპყრო ადმინისტრაციული წესით გადასახლებული და თვითნებურად დაბრუნებული თბილისის მოქალაქე კ. მ. მელხაძე.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, „ჯეჯილის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძის მიერ შეგროვილი 8 მანეთი. შემომწირველები: მ. ვ. ჭიჭინაძე, ს. ქალ. ფიფინოვისა, ონისიმე ბიჭიას ძე სვანიძე, კ. ი. გაჩეჩილაძე და მიხეილ და ივანე თვარაძეები.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძის მიერ შეგროვებული 8 მანეთი. შემომწირველები: სამსონ ფირცხალავა, მღვდელი ეპიფანე ჯიოშვილი, ევგენი ოჩიგავა, ბესარიონ გებუჩია და სამსონ გეგიძე.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, „ჯეჯილის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძის მიერ შეგროვებული 8 მანეთი. შემომწირველები იყვნენ: კონსტანტინე ალექსანდრეს ძე გარაყანიძე, მიხეილ ლობჟანიძე, დავით (დავ.) ქობულაშვილი და არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს გაზეთ „მომავლის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ლეჩხუმის მაზრაში შეგროვებული 13 მანეთი. შემომწირველები: გიორგი სამსონის ძე წერეთელი, დავით გრიგოლის ძე ჯაფარიძე, პაშა წერეთლისა, სვიმონ სიმონის ძე წერეთელი და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს გაზეთ „მომავლის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ლეჩხუმის მაზრაში შეგროვებული 13 მანეთი. შემომწირველები: ვიქტორ ცერცვაძე, ვიქტორ კივაძე, ლავრენტი ღოღელიანი, მაკრინე ახვლედიანი და ანთიმოზ კეჭაყმაძე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრა ფალავანდიშვილის თხოვნა ქვემო ჭალის ბიბლიოთეკის წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, სოფელში 20 მანეთის წიგნები გაიგზავნებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის აპრილის ბოლოს გრიგოლ რობაქიძემ გამართა სალიტერატურო საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ: გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, მიხეილ ადამაშვილი, ალექსანდრე ილიას ძე შანშიაშვილი, ლევან თედოს ძე მეტრეველი, იოსებ გრიშაშვილი, გიორგი ქუჩიშვილი და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის აპრილის ბოლოს გრიგოლ რობაქიძემ გამართა სალიტერატურო საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვაჟა-ფშაველა, ივანე გომართელი, კიტა აბაშიძე, ილია ელეფთერიძე, არსენ მამულაიშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, შიო არაგვისპირელი და სხვ.

