რეგისტრირებული ფაქტები93566
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის მდივანმა იასონ ბაქრაძემ მთავარ გამგეობას გაუგზავნა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლისა და სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოების ანგარიშები.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 15 ივნისს პატარა ცემში ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძის სანატორიუმი გაიხსნა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1909-1910 წელს ყოველდღიური საპოლიტიკო-ლიტერატურული გამოცემის „სახალხო გაზეთის“ რედაქტორი დარია ხრამელაშვილი იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ძმებ ზუბალაშვილების სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველი წრე წარმოადგენდა ჩირიკოვის ოთხმოქმედებიან დრამას „ებრაელები“. მონაწილეობდნენ: ბ. ნებიერიძე, ა. საგინაშვილისა, გრიშა ანაშვილი, ვიქტორ გამყრელიძე, ნიკო გოცირიძე, მიხეილ ინაშვილი, მეტრეველი, სერგო პეპანოვი და გიორგი ყიფშიძე; რეჟისორი — ალექსანდრე იმედაშვილი, ადმინისტრატორი — ანტონ ჭიაბერაშვილი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 17 ივნისს ქართველი თავადაზნაურების ახალი თეატრი პეტერბურგის სამეცნიერო წრის სასარგებლოდ შოთა დადიანის „პირიმზესა“ და „ზეინაბისა და ოთარბეგის გასამართლებას“ წარმოადგენდა. რეჟისორი – ალექსანდრე წუწუნავა, დიასახლისი – ელენე ვაჩნაძე.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, გაზეთების სარეკლამო აგენტი, მაქსიმე ონისიმეს ძე გაჟონია, მიხეილისა და კიროჩნის ქუჩების კუთხეში მდებარე სასტუმრო „იმპერიალში“ გადავიდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 ივნისს ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლი წარმოადგენდა ვალერიან გუნიას პიესას „და-ძმა“. მონაწილეობას მიიღებდნენ: ბ. კარგარეთელი, ნ. ჯავახიშვილი-შალიკაშვილისა, შ. საფაროვი, კ. ჭელიძე, დ. მგალობლიშვილი და ვ. მაისურაძე. საკონცერტო განყოფილებაში მონაწილეობას მიიღებდნენ: იოსებ გრიშაშვილი, გ. ჩუბინოვი და ელიოზოვი.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, გოლოვინის პროსპექტის 21 ნომერში, ძმები ტარნოპოლების მაღაზიაში, იყიდებოდა შპალერი, რომლის ფასი 8 კაპიკიდან 6 მანეთამდე მერყეობდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, კანისა და ვენერიულ სნეულებათა ექიმი ალექსანდრე ნესტორის ძე დიასამიძე პაციენტებს მოსკოვის ქუჩის №9-ში იღებდა.

