საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს კონსტანტინე იაგორის ძე არუთინოვს სიღნაღში ქვითკირის ორი ორსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ პავლეს ძე გენებაშვილის ჩუღურეთში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთიანად.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ამაზასპ დავითის ძე მირიმანოვს, ზარმაირ დავითის ძე მირიმანოვს, ხორენ დავითის ძე მირიმანოვსა და ეფემია დავითის ასულ კაჩაზნუნს თბილისში, ელისაბედის ქუჩაზე, ქვითკირის სამსართულიანი სახლი ჰქონდათ ორი სარდაფით, მაცივრითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე მიხეილის ძე ფედოტოვს თბილისში ქვითკირის ორი ორსართულიანი და სამსართულიანი სახლები ჰქონდა სარდაფებითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ყარამან ელჩიას ძე ელჩიევს განჯაში სახნავ-სათესი მიწა ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 3 თებერვალს თბილისის ქართულ თეატრში მაკო საფაროვას ბენეფისი უნდა გამართულიყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის აგვისტოში ნ. თუშაბრამიშვილმა თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის დახლიდარად დაიწყო მუშაობა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 28 იანვარს თბილისში გიგო ონიკაძის დუქნიდან 15 მანათი მოიპარეს.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფირუზ სარაჯიშვილს თელავში დუქანი ჰქონდა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ კარაპეტოვი და შაქარ ავაქოვი ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოანე ქავჟარაძე თბილისის სემინარიის კურსდამთავრებული იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ შენგელია სოფ. ოქუმში მღვდელი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 27 იანვარს თბილისში მირზა-მაჰმედ-ალი-ჰაჯი-ჯაფარ-ოღლიმ ვასილ გრიქუროვი დანით ზურგში დაჭრა.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888 წლის აგვისტოში ივანე როსტომაშვილი დროებით თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 22 იანვარს ნოდარ ჯორჯაძის თავმჯდომარეობით თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის კრება გაიმართა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ამაზასპ, ზარმაირ და ხორენ დავითის ძე მირიმანოვებისა და ეფემია დავითის ასულ კაჩაზნუნის თბილისში მდებარე ქვითკირის სამსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 4 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე უმიკაშვილმა ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნებოდა, რომ საზოგადოებას გაემართა ე. წ. „მოძრავი სკოლები“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 აგვისტოს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი არქიმანდრიტი სერაფიმე საზაფხულო პედაგოგიურ კურსებს დაესწრო და მასწავლებელთა მიერ ჩატარებული გაკვეთილები შეაფასა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნისი-ხანუმ ნავრუზოვისა და ხეირანისი-ხანუმ ნავრუზოვის თბილისში, ვორონცოვის ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის სამსართულიან სახლს და დუქანს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნისი-ხანუმ ნავრუზოვსა და ხეირანისი-ხანუმ ნავრუზოვს თბილისში, ვორონცოვის ქუჩაზე, ქვითკირის სამსართულიანი სახლი და დუქანი ჰქონდათ პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ეკატერინე გიორგის ასულ თუხარელს, დარია და ანა დავითის ასულ თუხარელებსა და სოლომონ და იოსებ დავითის ძე თუხარელებს თბილისში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდათ სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ანასტასია პეტრეს ასულ მამნიევს, იოსებ გიორგის ძე მამნიევსა და მარიამ და ელისაბედ გიორგის ასულ მამნიევებს თბილისში, ტუჩკოვის ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდათ ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დავით დიმიტრის ძე ხირსელოვს თელავში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით დიმიტრის ძე ხირსელოვის თელავში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მიკირტუმ არუთინის ძე ერემიანცს ერევანში, შაგარის უბანში, ქვითკირის  ორსართულიანი და ერთსართულიანი სახლები ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.