საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს ბუღალტერი იაკობ რეინფელდი სააქციზო სამმართველოს უფროსი ზედამხედველის დამხმარედ დანიშნეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს პ. სვიმონის ძე გეგენოვსა და ანდრია სვიმონის ძე მიტაიშვილს ბათუმში ჰქონდათ ორსართულიანი და ერთსართულიანი სახლები და პატარა მიწის ნაკვეთი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე ნიკიტას ასულ ტერ-მარუკოვის ერევანში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს და დუქანს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ანა იაგორის ასულ მაკაშევისას ერევანში, ასტაფიევის ქუჩაზე, ჰქონდა ქვითკირის ერთსართულიანი სახლი სარდაფით, ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლევან გიორგის ძე ჯანდიერი თიანეთის მაზრის უფროსი იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილს თბილისში, კუკიაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა მეზონინით, სარდაფით, ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 3 თებერვალს იაგორ ბატურინი დააპატიმრეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პავლე თვაური თბილისის საფოსტო კანტორის ფოსტალიონად დანიშნეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 7 თებერვალს თბილისის ქართულ თეატრში ნატალია ცაგარლის ბენეფისი უნდა გამართულიყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ფოსტა-ტელეგრაფის ჩინოვნიკი აბდულ მამედოვი სამუშაოდ ელიზავეტპოლის საფოსტო კანტორაში გაანაწილეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა პელაგია იოსების ასულ მჭედლოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორ ორსართულიან სახლს და ერთ სამსართულიანს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს იაკობ მიხეილის ძე პოლსკის ბათუმში ქვითკირის ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მეზონინით, ორსართულიანი და სამი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მირზა-მაჰმედ-ალი-ჰაჯი-ჯაფარ-ოღლი დააპატიმრეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ამბარცუმ რომანოზის ძე დოლუხანოვის, ალექსანდრე და ნიკოლოზ ამბარცუმის ძე დოლუხანოვების, სოფიო ამბარცუმის ასულ ხანდამიროვის და ანა ამბარცუმის ასულ დოლუხანოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორ ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სერგეი მარგელოვის ბაქოში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ორი ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილის თბილისში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს მეზონინით, სარდაფით, ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა თბილისში მდებარე საიათ-ხანუმ ედიგაროვის ქვითკირის ორსართულიან სახლს სარდაფით, ორი ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს სასმელის უფრო კონტროლიორები აპოლინარ მალიშევსკი და ლეონარდ კოვალსკი სააქციზო სამმართველოს უმცროსი ზედამხედველის დამხმარეებად დანიშნეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს საიათ-ხანუმ ედიგაროვისას თბილისში, ვორონცოვის ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფით, ორი ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე როსტომაშვილი თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის რჩევის წევრი იყო.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს გიორგი კალაევს თბილისში რძის მაღაზია ჰქონდა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 1-ელ თებერვალს დუშეთში მცხოვრები ალექსანდრე ხუბულოვი დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიღნაღში ი. ა. გოზალოვს 18 მანეთის ღირებულების სპილენძის ტასტი მოჰპარეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ი. ა. გოზალოვი სიღნაღში ხაზინადრად მუშაობდა.