რეგისტრირებული ფაქტები92236
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლიდან შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე ქართულ გიმნაზიაში, დედათა საოსტატო სემინარიასა და დედათა ინსტიტუტში მასწავლებლად მუშაობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
ანანია სალუქვაძის მიერ შექმნილი ჯარისკაცთა საორგანიზაციო წრის პირველი კრება 1912 წელს მოიწვიეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს მოსალოდნელი დაპატიმრების შიშით თევდორე კიკვაძემ სასწრაფოდ დატოვა ოზურგეთი და თბილისში გაემგზავრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს თევდორე კიკვაძე მისი მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ ოზურგეთის პოლიციის ბოქაულმა, იპოლიტე გრიგოლაშვილმა გააფრთხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ოლივერ უორდროპმა საზოგადოებას წარუდგინა მარჯორის მიერ პროზაულად თარგმნილი „ვეფხის ტყაოსანი“.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912-1915 წლებში ზაქარია მდივანი ერევნის ლაიბ-გვარდიის მე-13 პოლკის მეთაურად მსახურობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ილია ოდიშელიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912-1915 წლებში გიორგი კვინიტაძე კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში, გენერალ კვარტერმეისტერის მმართველობაში მსახურობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გიორგი კვინიტაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე გედევანიშვილი 1912 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
ვლადიმერ ივანეს ძე ახვლედიანი 1912 წლიდან იყო სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის მარანი წარმოადგენდა ქვით ნაშენ უზარმაზარ შენობას, რომელსაც გადახურვა არ ჰქონდა. შიგნით ჩრდილოეთის კედლის გაყოლებაზე იყო ორგანყოფილებიანი საწნახელი, დაახლოებით ასი საჟენის სიგრძეზე – ქვევრები. მარნის ჭიშკარი ჩამონგრეული და შესაკეთებელი, სახურავი დასადგმელი, აღმოსავლეთის მხრიდან, წისქვილის არხიდან ნაგებობაში წყალი შემოდიოდა. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის ძველ კარ-მიდამოსთან მდებარეობდა ხის პატარა სამზარეულო და საქათმე. გადაქანებული ნაგებობა ასაღები იყო, რადგან იქაურობას ამახინჯებდა. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.

