რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 10 თებერვალს ილია თომას ძე პუხაშვილმა 25 მანეთის ღირებულების ავეჯი მოიპარა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარჯანიძე სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს არჩილ კარდანახიშვილი თბილისის საფოსტო კანტორის თანამშრომლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიკოლოზ პამბუხაშვილი თბილისის საფოსტო კანტორის თანამშრომლად დაინიშნა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მინას დავითის ძე არუთინოვს სიღნაღში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბ. კობლუკოვს ხუნდაძემ 200 მანეთი მოჰპარა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იაგორ აკოფას ძე ულუხანოვის თელავში მდებარე ორსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მინას დავითის ძე არუთინოვის სიღნაღში მდებარე ორსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილი ქუთაისის სამოსამართლო პალატის კანცელარიის მეორეხარისხოვან მოხელედ დანიშნეს.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჭის სამაზრო გამგეობის საქმისმწარმოებელი ბაგრატ ქავთარაძე ავადმყოფობის გამო 28 დღით სამსახურიდან დაითხოვეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ს. ჯომარდიძე ბორჯომში პეტერბურგის ზღვევის საზოგადოების აგენტად მუშაობდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 6 თებერვალს კონსტანტინე მდივანს 100 მანეთის ღირებულების ნივთები მოჰპარეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე აფხაზი თბილისის სასამართლო პალატის საგანგებო საქმეთა უმცროს მოხელედ დანიშნეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, „ისკრა“ იუწყებოდა, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (მინისტრი მამედ ჰასან გაჯინსკი) რომ ხელმეორედ მიიღო ნოტა საბჭოთა მთავრობისგან დენიკინის წინააღმდეგ სამხედრო კავშირის დადების შესახებ, სიმართლეს არ შეეფერებოდა, რადგან საბჭოთა რუსეთი სცნობდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას. მთავრობის პასუხი ჩიჩერინის ნოტაზე დამოკიდებული იყო პოლიტიკურ და საერთაშორისო პირობებზე.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 20 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კონდუქტორ სიმონ მახარაძეს ახალი სენაკისა და ჭალადიდის რკინიგზის სადგურებს შორის სანიშნე თოკის გასწორების დროს მატარებლი დაეჯახა და გარდაიცვალა.

