საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82428

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 თებერვალს დანიშნული თბილისის ნაფიც ვექილთა საბჭოს არჩევნებისთვის წარდგენილი საბუთების მიხედვით თბილისის სასამართლო ოლქში შესაბამისი კანდიდატურები აღმოჩნდნენ: გრიგოლ ს. ბაღდასაროვი, პავლე მარკოზის ძე დოლუხანოვი, ისაი მარკოზის ძე დოლუხანოვი, პ. ი. სარქისოვი, ი. ა. კორღანოვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 თებერვალს დანიშნული თბილისის ნაფიც ვექილთა საბჭოს არჩევნებისთვის წარდგენილი საბუთების მიხედვით თბილისის სასამართლო ოლქში შესაბამისი კანდიდატურები აღმოჩნდნენ: ი. გ. ქრისტეფოროვი, ი. ი. კარაევი, გ. ს. ენიკოლოპოვი, ნ. ე. მზარეულოვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 თებერვალს დანიშნული თბილისის ნაფიც ვექილთა საბჭოს არჩევნებისთვის წარდგენილი საბუთების მიხედვით თბილისის სასამართლო ოლქში შესაბამისი კანდიდატურები აღმოჩნდნენ: ბ. ი. იელაგიანი, ს. გ. ტერტეროვი, ი. ნ. სტეპანოვი, ვ. ი. წოვიანოვი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სასულიერო მთავრობამ ესტატე ცხვედაძეს სოფ. სამთავისის ამაღლების ტაძრის შეკეთება დაავალა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კირილე მამისოვი სოფ. წილკნის მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ოვჩინიკოვი ხარაზი იყო.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს ქარუმიძე თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე იყო.

1883

ტიპი: ნასამართლეობა

1883 წლის 6 მარტს თბილისის ოლქის სასამართლომ დავით ვახვახიშვილს 1 თვით დაპატიმრება მიუსაჯა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 8 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვასილ კოპტონაშვილის წერილი ჯავახეთის შესახებ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 8 მარტს ეკატერინე ოსლიკოვს 31 მანეთის ღირებულების ნივთები მოჰპარეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ლევან ჭავჭავაძემ თიანეთში მიწა გაყიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვრის სახალხო განათლების სამინისტროს განცხადებით, ქუთაისის საერობო სასწავლებლების დირექტორის თანამდებობაზე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ მგელაძე დაამტკიცეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 7 მარტს თბილისში ნიკოლოზ ლაზარევმა დიმიტრი ოვჩინიკოვს დანით სამი ჭრილობა მიაყენა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მარტს კირილე მამისოვი სოფ. წილკნის მოსახლეობას სწავლა-განათლების საჭიროებაზე ესაუბრა და აუხსნა, რამდენად საზარალო იყო, რომ წილკანს სკოლა არ ჰქონდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს სახალხო განათლების სამინისტროს განცხადებით გაუქმდა 1917 წლის 25 იანვრის ბრძანება თბილისის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლის, ნ. ჩიგოგიძის მიხაილოვოს ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად დანიშვნის შესახებ.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის მარტში იზმაილოვი სამეურნეო საზოგადოების კორესპონდენტად აირჩიეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს თელავის მაზრის უფროსმა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა თელავის სატუსაღოს წიგნსაცავს წიგნები შესწირა.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს სერგო მღებრიშვილი თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ესტატე ცხვედაძე მღვდელი იყო.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის მარტში სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ვეზირიშვილმა ნიადაგის შესახებ ლექცია წაიკითხა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ეკატერინე გრიგოლის ასულ მესხს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, 11 860 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ელისაბედ არტემის ასულ მელიქოვს თბილისში, წყლისპირის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 27 თებერვალს ქუთაისის ქალთა საბჭოს სხდომაზე მარიამ რუბანი ქუთაისის საქალებო პირველდაწყებითი სკოლის სამზრუნველო კომისიის წევრად აირჩიეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ ზაქარიას ძე მანუჩაროვის თბილისში მდებარე ორ ორსართულიან სახლს ორი ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მიხეილ ზაქარიას ძე მანუჩაროვს ავლაბარში ორი ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.