საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 31 იანვარს დაბა ხარაგაულში რომანოზ დეკანოსიძის გარდაცვალების წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 31 იანვარს დაბა ხარაგაულში რომანოზ დეკანოსიძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალფეზ მიქელაიშვილის წერილი „გარეშე ცნობა, ღია წერილი (ბ. ბ. ძმ. ნარსიებს ქუთაისში)“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს სასამართლო უწყების მოხელეების მიერ ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ევგენი გეგეჭკორისთვის გამართულ ბანკეტზე სიტყვით გამოვიდნენ: გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, იოსებ კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი, გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, ისაი მარკოზის ძე დოლუხანოვი და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს სასამართლო უწყების მოხელეებმა ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ ყოფილ იუსტიციის მინისტრ ევგენი გეგეჭკორს გაუმართეს ბანკეტი, რომელსაც დაესწრნენ: იუსტიციის ახალი მინისტრი რაჟდენ არსენიძე, მთავრობის საქმეთა მმართველი კონსტანტინე იასონის ძე ჯაფარიძე, იუსტიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი თევდორეს ძე ჟორდანია, სასამართლო უწყების მოხელეები და ნაფიც-ვექილთა კორპორაციის წარმომადგენლები, 60 კაცზე მეტი. თამადობდა ალექსანდრე ყანჩელი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კონსტანტინე იასონის ძე ჯაფარიძე მთავრობის საქმეთა მმართველი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 იანვარს წყნეთის საქალაქო სკოლის გამგე სოფიო სიდამონოვ-ერისთავის ინიციატორობით გამართულ საშობაო საღამოზე ლექსი წაიკითხა ამავე სკოლის მოწაფე ბერიძემ.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბერიძე წყნეთის საქალაქო სკოლის მოწაფე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის პოლიტიკური პარტია „იტტიხადმა“ საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურაზე დაასახელა თალაათ-ბეი, საალი სეკი ბეი და ბეხადინ-ბეი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ყარალაშვილი მე-2 ქართული ცხენოსანთა პოლკის პორუჩიკი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ზაქარია ჭიჭინაძე იუწყება, რომ ანტონ ივანეს ძე არჯევანიძის სახლში აღმოჩენილი ცისა და დედამიწის მოდელის სანახავად მსურველებს შეეძლოთ მისვლა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „ვარსკვლავთ-მრიცხველობის განძი“. ავტორის ცნობით, ანტონ ივანეს ძე არჯევანიძის ოჯახში აღმოჩნდა ისტორიული და ვარსკვლავთმრიცხველური განძი – თითბრის ფიცრისგან დამზადებული დედამიწის მოდელი ცის მნათობებით, ზღვებით და მთელი შემადგენლობით, რომელთაც ქართული სახელწოდებები ჰქონდა. საოცარი ოსტატობით იყო აღნუსხული დედამიწის ტრიალი, წელიწადთა და დროთა ბრუნვა, მთვარისა და მზის მოძრაობა. წარწერა, რომელიც დედამიწისა და ცის მოდელს ჰქონდა, ვახტანგ მეფეს ეკუთვნოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს საქართველოს აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის სხდომაზე მოისმინეს ვასილ ივანოვის მოხსენება „კავკასიის სააბრეშუმო სადგურის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს საქართველოს აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის შეერთებულ სხდომაზე მოისმინეს დიმიტრი სოსნოვსკის მოხსენება „ბოტანიკური ბაღის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის მეორე სექციამ მიიღო აგრონომ ოქროპირიძის მოხსენება შესაბამისი თეზისებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის მეორე სექციაში აგრონომმა ოქროპირიძემ წაიკითხა მოხსენება „როგორ უნდა წარმოებდეს გამოკვლევანი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ნიდაგის, ჰავის და ეკონომიკური პირობების“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობაზე ი. ქურდიანის მოხსენებასთან დაკავშირებით გამართული კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ აგრონომთა კავშირი აუცილებლად უნდა დაარსებულიყო, რომელშიც უმაღლეს, საშუალო და დაბალი ცენზის მქონეთა გარდა უნდა შესულიყვნენ საზოგადოებრივ-აგრონომიულ სფეროში მომუშავე პირები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის პირველ სექციაში აგრონომმა ი. ქურდიანმა წაიკითხა მოხსენება „სრულიად საქართველოს აგრონომიულ დარგში მოღვაწეთა პროფესიული დახმარების შესახებ“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს ზესტაფონში გაიმართა დამფუძნებელი კრება ზესტაფონის სახალხო უნივერსიტეტის დაარსების შესახებ, რომელზეც მოხსენება წაიკითხა კონსტანტინე ანთაძემ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვარს გორის კათოლიკეთა ეკლესიაში ჩატარდა სამადლობელი წირვა და პანაშვიდი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო, სიტყვა წარმოთქვა მღვდელმა კ. საფარაშვილმა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო საყმაწვილო ჟურნალი „ნაკადული“, რომელშიც დაბეჭდილია შიო მღვიმელისა და ილია სიხარულიძის ლექსები, დავით კასრაძის, ნ. ყორჩიბაშის და ილ. გოგიას მოთხრობები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კაბი-კუმუხში დაღესტნელი კომუნისტების წინამძღოლმა, იბრ. ალმიტაევმა შეიარაღებული ძალებით პოლიტიკური გადატრიალება მოახდინა, ძველი მთავრობა განდევნა, შეიპყრო კონტრ-რევოლუციონერები და ყველა, ვინც ბოლშევიზმს ეწინააღმდეგებოდა.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთში საქართველოდან ალექსანდრე ხატისოვის ჩასვლისას მინისტრ-თავმჯდომარეს შეხვდა მთელი კომენდანტის შემადგენლობა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კაპიტანი ხატუნი ქალაქ ერევნის კომენდანტი იყო.