რეგისტრირებული ფაქტები82977
სორტირება თარიღი მზარდობით
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 დეკემბრის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გამგეობის წევრი იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს, დილის 11 საათსა და 20 წუთზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გახსნა თავმჯდომარის მოვალეობის აღმასრულებელმა, გამგეობის წევრმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, საზოგადოების საპატიო წევრი იყო ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წლიურ კრებას დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა საზოგადოების საპატიო წევრ ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის გარდაცვალების ამბავი აცნობა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში ავქსენტი ცაგარლის მიერ თარგმნილი ოთხმოქმედებიანი დრამა „უმუშევარნი“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს შორაპანში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა სიმონ კონსტანტინეს ძე ძაძამიძის მონაწილეობით ქართულ ენაზე წარმოადგინეს პიესა „სოფიო“, ხოლო რუსულ ენაზე – „კარგად შეკერილი ფრაკი“.