რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 26 აპრილს ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი თბილისის საიმპერატორო სამკურნალო საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 26 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე სტ. ი. გულიშამბაროვის ნაცვლად ახალი წევრის არჩევა განიხილეს. გულიშამბაროვი ტოვებდა საზოგადოებას.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 26 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის ნაცვლად ახალი წევრის არჩევა განიხილეს. წინამძღვრიშვილი ტოვებდა საზოგადოებას.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მ. ი. ვაჩნაძე იყო ექიმი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კრინიცკი სამხედრო სასამართლოს თანამშრომელი და პოლკოვნიკი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მასწავლებელი ბურჯანაძე თავისი საქმის მცოდნე ადამიანი იყო. მისი სწავლების მეთოდებით სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლა უფრო და უფრო ვითარდებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თაბუნიძეს ეტყობოდა, რომ ძალიან უყვარდა მასწავლებლის საქმიანობა. ის ხარობდა თავისი მოსწავლეების წარმატებით და თუკი რომელიმე ვერ მიაღწევდა წარმატებას ძალიან განიცდიდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თაბუნიძე სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლაში მეორე განყოფილებას ასწავლიდა. მან თავისი პედაგოგიური ხელოვნება, ძალისხმევა და საქმისადმი სიყვარული თავის მოსწავლეებს მიუძღვნა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თაბუნიძე სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლის მასწავლებელი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბურჯანაძე სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლის მასწავლებელი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რამიშვილმა ყველა რესურსი გამოიყენა, რათა სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლის მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლება მიეცა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რამიშვილი სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლის უფროსი განყოფილების მასწავლებელი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კრინიცკი, ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკი, ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი, ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვი და სხვ. სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლის გამოცდებს დაესწრნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი, ილია ჭავჭავაძე და სვიმონ დიმიტრის ძე სტაროსელსკი სოფელ წინამძღვრიანთკარის მეურნეობის სკოლის გახსნაზე საპატიო სტუმრები იყვნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, აბასთუმნის მამულის ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი თავის 15 თანამშრომელთან ერთად დაკავებულ იქნა აწყურთან, მიუხედავად იმისა, რომ მას თან ჰქონდა აბდულ ქერიმ ფაშას მიერ გაცემული საშვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ექიმი იოსებ აბაკელია პაციენტებს იღებდა ყოველდღიურად გარდა კვირისა, პეტრე დიდის ქუჩა 26-ში.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ი. ი. ნარსია ფლობდა რუსულ აბანოებს თბილისში.

