რეგისტრირებული ფაქტები87527
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 27 მარტს იულია ალექსანდრეს ასულმა ივანოვისამ დარიშხანით თავი მოიწამლა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვოლობუევი ბოქაულის თანაშემწე იყო.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი ამირხანოვს ყალბი ფულის გაკეთება ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეოდორე პეტრეს ძე ბელიაევმა ზემო ნიქოზის წმინდა რაჟდენის სახელობის ტაძარს 65 მანეთი შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე დავითაშვილმა ზემო ნიქოზის ტაძრის შესაკეთებლად რამდენიმე ადამიანს შემწეობა სთხოვა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მიერ შედგენილი გეომეტრიის პირველი ნაწილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში ორ აბაზად უნდა გაეყიდათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნინო ესტატეს ასულ თარხან-მოურავს სათარხნოში 217 დესეტინა და 1825 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები, საძოვრები და სათიბები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსი ივანეს ძე ბოლოტოვისა და მისი მოწილეების ბორჩალოს მაზრაში მდებარე 3311 დესეტინასა და 550 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს ადგილებს, საძოვრებსა და სათიბებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე ივანეს ძე იარალოვის ცხინვალში მდებარე 12 დესეტინასა და 1211 კვადრატულ საჟენ ბაღსა და სახნავ-სათეს ადგილებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ალექსი ივანეს ძე ბოლოტოვს რამდენიმე მოწილესთან ერთად ბორჩალოს მაზრაში 3311 დესეტინა და 550 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილები, საძოვრები და სათიბები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინო ესტატეს ასულ თარხან-მოურავის სათარხნოში მდებარე 217 დესეტინასა და 1825 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებს, საძოვრებსა და სათიბებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა არუთინ მელქონის ძე არუთინიანცის თბილისის გუბერნიაში მდებარე 583 დესეტინა სახნავ-სათეს მიწას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფ. ცხინვალის დროებითმა მცხოვრებმა თბილისელმა გიგუცა არუთინოვმა მამა დანით მძიმედ დაჭრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ, ნიკოლოზ ელიავამ, ივანე გომართელმა, კონსტანტინე ჯაფარიძემ და საზოგადოების სხვა წევრებმა ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნის საკითხი განიხილეს.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წლის მაისიდან ილარიონ სამსონის ძე გიორგაძემ არალეგალური მენშევიკური საქმიანობა დაიწყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის სექტემბრიდან ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე ბაქოდან თბილისში დაბრუნდა და საქართველოს გასაბჭოებამდე პროფკავშირებში მუშაობდა.
1904
ტიპი: ორგანიზაცია
1904 წლიდან ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ ივანეს ასულ რუსიევის, ნატალია სოლომონის ასულ სუკაჩევის, მარიამ და მელანია სოლომონის ასულ რუსიევებისა და მათი ძმის, გიორგის, კურდღელაურში მდებარე 35 დესეტინა და 75 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საძოვარ და საბაღე ადგილებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ელისაბედ ივანეს ასულ რუსიევს, ნატალია სოლომონის ასულ სუკაჩევისას, მარიამ და მელანია სოლომონის ასულ რუსიევებსა და მათ ძმას, გიორგის, კურდღელაურში 35 დესეტინა და 75 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საძოვარი და საბაღე ადგილები ჰქონდათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ედიგარ და სტეფანე ვართანის ძე ედიგაროვებს სოღანლუღში 122 დესეტინა და 480 კვადრატული საჟენი სანახირე, სახნავ-სათესი და საბაღე ადგილები ჰქონდათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ედიგარ და სტეფანე ვართანის ძე ედიგაროვების სოღანლუღში მდებარე 122 დესეტინასა და 480 კვადრატულ საჟენ სანახირე, სახნავ-სათეს და საბაღე ადგილებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ივანე ივანეს ძე იარალოვს ცხინვალში 12 დესეტინა და 1211 კვადრატული საჟენი ბაღი და სახნავ-სათესი მიწა ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნაზარ ალექსის ძე ჩითახოვს სოღანლუღში 77 დესეტინა და 2260 კვადრატული საჟენი ბაღები, საბოსტნე ადგილები და საძოვარები ჰქონდა.

