რეგისტრირებული ფაქტები87512
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გრიგოლ და ილია ალექსანდრეს ძე ჯავახოვებს ხოვლეში, ზემო ხანდაკსა და ყარაღაჯში 115 დესეტინა და 2155 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი მიწა ჰქონდათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სოლომონ ანდრიას ძე ელიოზოვს ბებნისში 43 დესეტინა და 1920 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბოსტნე და სამოსახლო ადგილები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოლომონ ანდრიას ძე ელიოზოვის ბებნისში მდებარე 43 დესეტინასა და 1920 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბოსტნე და სამოსახლო ადგილებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვასილ, რევაზ და დავით ივანეს ძე ქარუმიძეებისა და ალექსანდრე და ნიკოლოზ გარსევანის ძე ქარუმიძეების ხურვალეთში მდებარე 98 დესეტინასა და 1210 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საძოვარ და სამოსახლო ადგილებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ვასილ, რევაზ და დავით ივანეს ძე ქარუმიძეებსა და ალექსანდრე და ნიკოლოზ გარსევანის ძე ქარუმიძეებს ხურვალეთში 98 დესეტინა და 1210 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საძოვარი და სამოსახლო ადგილები ჰქონდათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ დიმიტრის ასულ მაღალოვის ახტალაში მდებარე 774 დესეტინასა და 589 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საძოვარ და საბაღე ადგილებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მარიამ დიმიტრის ასულ მაღალოვს ახტალაში 774 დესეტინა და 589 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საძოვარი და საბაღე ადგილები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ პეტრეს ძე დონდაროვის ზემო და ქვემო სობისში მდებარე 125 დესეტინასა და 240 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს მიწას.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მიხეილ პეტრეს ძე დონდაროვს ზემო და ქვემო სობისში 125 დესეტინა და 240 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი მიწა ჰქონდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილი თუშეთში მოსახლეობის ზნე-ჩვეულებების შესასწავლად მოგზაურობდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მაჭავარიანი ონში ბოქაულად დაინიშნა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილარიონ ჯაჯანაშვილი თბილისის მეტეხის ციხის ზედამხედველობიდან გაანთავისუფლეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილარიონ ჯაჯანაშვილი სენაკში ბოქაულად დაინიშნა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 25 ივლისს სტეფანე დანიელის ძე პორტნოვი მტკვარში დამხრჩვალი იპოვეს.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 27 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დუშეთში მცხოვრები ივანე მუშაგავა ბალკონიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. გალუსტოვს ქუთაისში ბავშვი დაეკარგა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქუთაისში არსებულ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში 50 საწოლი იყო. კლინიკაში ქირურგიულ, თვალის, ნერვულ და ქალთა დაავადებებს მკურნალობდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სექტემბერში ელენე ნიჟარაძე- ჯინოშვილისა ქუთაისში უფასო სამკითხველოს ფონდისთვის ბაზრობას მოაწყობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ყარამან ჩიქოვანი პაციენტებს ყოველდღე დილის 11-დან 12 საათამდე, ხოლო საღამოს 7-დან 8 საათამდე მიხეილის ქუჩა N 16-ში იღებდა.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე მასწავლებელ ვალერი რიჩარდის ძე ზემიანსკის წლიური ხელფასი 4000 მანეთი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის გაზაფხულზე დავით ორაგველიძე „მეუმრავლესეთა ბრბოს“ წინააღმდეგ იბრძოდა.

