რეგისტრირებული ფაქტები81261
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის 1918 წ. 5 სექტემბრის მოხსენება ეხება ქუთაისის ქალთა საზოგადოების პროფესიული სკოლის 9 000 მანეთით ერთდროულ დახმარებას, რადგან მასწავლებლებს 1-ლი იანვრიდან არც ჯამაგირი ჰქონდათ მიღებული და არც დახმარება სიძვირის გამო, ამიტომ მინისტრთა საბჭოს სთხოვს დახმარების გამოყოფას, რომელიც მთავრობამ სკოლას უკვე დაუნიშნა.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 12 სექტემბრის მოხსენება ეხება მესხეთის კერამიკის სკოლის ხარჯების გასაძღოლად 2 000 მან. გადადებას. სასწავლო წელი იწყებოდა და სკოლას სჭირდებოდა, რომ იმ დღესვე დაემზადებინა სამუშაო მასალა, შეშა, ნახშირი და სხვ. ხარჯთაღიცხვა კი შეიძლება დაგვიანებულიყო, ამიტომ მინისტრთა საბჭოს სთხოვა, განკარგულება გაეცა თანხის გაცემაზე.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილე, ალ. მდივანი 1918 წლის 12 სექტემბრის მოხსენებაში _ პირველდაწყებით სასწავლებელთა გახსნის შესახებ, აღნიშნავს, რომ დას. საქართველოში მილიონი მცხოვრები ითვლება, სახალხო სკოლების რიცხვი კი 900-მდეა, აღმოსავლეთში 600 000 მცხოვრებზე 240 ქართული სკოლაა, ე.ი, ერთი სასწავლებელი მოდის 2. 500 მცხოვრებზე, ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა წელსვე გაიხსნას პირველდაწყებითი სასწავლებლები რკინიგზას მოშორებულ ადგილებში, სადაც სკოლები ნაკლებია, ასეთებია: დუშეთის, თიანეთის მაზრები და გორის მაზრის ზოგიერთი განაპირა უბანი _ ბორჯომისა და ცხინვალის ხეობა, ასევე სიღნაღისა და თელავის მაზრები.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის 1918 წლის 14 სექტემბრის მოხსენება თბილისის ტექნიკური სასწავლებლის პედაგოგთა სექტემბრის ხელფასით დასაკმაყოფილებლად 5 237 მან. 54 კაპ. გამოყოფას ეხებოდა. მოხსენებაში ის აღნიშნავდა, რომ მთავრობამ ხარჯთაღრიცხვა განსახილველად ფინანსთა მინისტრს უკვე გადასცა. დამტკიცება შეიძლება დაგვიანებულიყო და მასწავლებელთა მდგომარეობა გაუარესებულიყო, ამიტომ ის მთავრობას ამ თანხის გაღებას სთხოვდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 24 სექტემბრის მოხსენებაში განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი ქართველ სტუდენტთა გერმანიაში გამგზავრების შესახებ უმაღლესი სწავლის დასამთავრებლად აღნიშნავდა, რომ ამას წინ უნებართვოდ თავისუფალი მოგზაურობის შეუძლებლობა ეღობებოდა. თუ ნებართვა დროზე არ იქნებოდა გაცემული, კურსდამთავრებულები იძულებულნი გახდებოდნენ 1919 წლამდე საქართველოში დარჩენილიყვნენ, ამიტომ შუამდგომლობდა მინისტრთა საბჭოს წინაშე, სასწრაფოდ აღძრულიყო შუამდგომლობა, რათა გერმანიის მთავრობას 100 ახალგაზრდისთვის მოგზაურობის ნება დართო და ხელი შეეწყო უმაღლეს სასწავლებლებში მათი მიღებისთვის.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის 1918 წლის 24 სექტემბრის მოხსენება სასულიერო სემინარიასთან არსებული სამრევლო სკოლის საღმრთო რჯულის მასწავლებლის გრ. გძელიშვილის ჯამაგირით დაკმაყოფილების შესახებ 1917 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1918 წლის 1-ელ იანვრამდე. მთავრობის წინაშე შუამდგომლობს, რათა 373 მან. 35 კაპ. გამოუყონ მასწავლებლის დასაკმაყოფილებლად.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილე, ალ. მდივნი 1918 წლის 28 სექტემბრის მოხსენებაში – არაქართულ სკოლებში სახელმწიფო ენისა და ისტორიის შემოღებასა და მასწავლებელთა შტატის დაარსების შესახებ, აღნიშნავდა, რომ ქართული სავალდებულო უნდა ყოფილიყო რესპუბლიკის ყველა სკოლაში, მაგრამ რადგან არაქართველმა მოწაფეებმა ენა სულ არ იცოდნენ, მოსახერხებელი იქნებოდა ჯერჯერობით მხოლოდ პირველ ოთხ კლასში შემოღება, ზედა კლასებში კი – მსურველთათვის. საქართველოს ისტორიაც სავალდებულო უნდა გამხდარიყო არაქართველთათვის, მაგრამ ენის უცოდინრობის გამო, სწავლება დროებით რუსულად უნდა წარმართულიყო.
1965
ტიპი: ღონისძიება
1965 წელს პარიზის უნივერსიტეტში გაიხსნა კავკასიურ ენათა კათედრა, რომლის გამგე იყო გიორგი შარაშიძე.
1918
ტიპი: ავტორობა
ფინანსთა მინისტრმა გ. ჟურულმა (კანცელარიის დირექტორის მაგიერ განყოფილების უფროსი ალ. კანდელაკი) 1918 წლის 9 ოქტომბერს სახელმწიფო კონტროლიორს, ფილიპე გოგიჩაიშვილს მისწერა, რომ თანახმაა, დააკმაყოფილოს გაგრის რეალური სასწავლებლისა და ორი პირველდაწყებითი სკოლის ხარჯების დასაფარად 15 000 მან. გაღების შესახებ აღძრული შუამდგომლობა, ოღონდ განათლების მინისტრმა ხარჯთაღრიცხვა უნდა წარადგინოს.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრი 1918 წლის 31 აგვისტოს მოხსენებაში გაგრის რეალური სასწავლებლის რეორგანიზაციის შესახებ, აღნიშნავდა, რომ სასწავლებელი პრინც კონსტანტინე ოლდენბურგის თავშესაფრის განყოფილება იყო. ეს გავლენას ახდენდა როგორც სწავლა-განათლებაზე, ასევე პერსონალის შემადგენლობაზე. სასწავლებელს აგრონომი განაგებდა, რომელიც თან მათემატიკისა და ლიტერატურის მასწავლებელიც იყო. მშობლებმა ქალაქის თვითმართველობას შუამდგომლობით მიმართეს, სასწავლებლის განათლების სამინისტროსთვის გადაცემის თაობაზე. თვითმართველობას სასწავლებლის ხარჯების ტვირთვა არ შეეძლო, ამიტომ დროებით აუცილებელი სუბსიდიით სამინისტროს უნდა ეკისრა მისი არსებობა (ემსახურებოდა 50 000-იან მოსახლეობას). ასეთივე დახმარება სჭირდებოდა გაგრის ორ სკოლასაც. სახელმწიფო ხაზინას ამისთვის 10 000 მან. გაღება უწევდა.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1903 წლიდან ფილიპე გლახუას ძე ლორია სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრი იყო.
1878
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1878 წლის 19 აგვისტოს ფილიპე გლახუნის ძე ლორია ქუთაისის გუბერნიის სოფელ ნოღაში (საჯავახოს მხარე) დაიბადა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის მარტში ფილიპე ლორიამ თბილისის ტრამვაიში მოსამსახურე სადგურის უფროსის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.
1914
ტიპი: ნასამართლეობა
1914 წლის 9 ივლისს ფილიპე გლახუას ძე ლორია ამხანაგებთან ერთად, თბილისის ტრამვაიში მორიგი გაფიცვის მოწყობისათვის დაატუსაღეს და მეტეხის ციხეში მოათავსეს. თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაფიცვაში მონაწილე ყველა პირი გათავისუფლდა, ფილიპე კი სარატოვის გუბერნიის ქალაქ ცარიცინში გადაასახლეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
ნიკოლოზ ჩხეიძის ამიერკავკასიის მთავრობის წინაშე შუამდგომლობის შედეგად 1915 წელს ფილიპე ლორია გათავისუფლდა, რის შედეგადაც ის გადასახლებიდან დაბრუნდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
ფილიპე ლორია სხვადასხვა დროს აირჩიეს მუშათა და ჯარისკაცთა [სალდათთა] აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, ტრამვაის საავადმყოფო გამგეობის წევრად და პროფესიული კავშირის გამგეობის წევრად.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრი 1918 წლის 26 სექტემბრის მოხსენებაში „თბილისში სახელმძღვანელობის რეკვიზიის შესახებ“ აღნიშნავდა, რომ ბევრი პირი სახელმძღვანელოებით სპეკულაციას ეწეოდა, რაც აუტანელ პირობებში აყენებდა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. ის სთხოვდა მინისტრთა საბჭოს, დაერთოთ ნება ამ სახელმძღვანელოთა რეკვიზაციის, რათა ახალგაზრდებს მათი ნორმალურ პირობებში შეძენის საშუალება მისცემოდათ.