საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83999

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ილია გიორგის ძე ჯორჯაძეს გრემში, ენისელში, შილდასა და თელავის მაზრის სხვა სოფლებში 330 დესეტინა და 1010 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, სავენახე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გუგუშვილი სოფ. სუჯუნის საქალებო სამრევლო სკოლის მასწავლებელი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი და კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკების ქსოვრისში მდებარე 16 დესეტინასა და 110 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, სავენახე ადგილებსა და საძოვრებს.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წელს პროვიზორმა ვილჰელმ შმიტცმა მორფით თავი მოიწამლა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია გიორგის ძე ჯორჯაძის გრემში, ენისელში, შილდასა და თელავის მაზრის სხვა სოფლებში მდებარე 330 დესეტინასა და 1010 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, სავენახე ადგილებსა და საძოვრებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნესტორ და სამსონ მიხეილის ძე დიასამიძეებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში მდებარე ორსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 20 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე მურამნის ძე მურმანიშვილის ბებნისში მდებარე 13 დესეტინასა და 1300 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს ადგილს.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს მამუკა კონსტანტინეს ძე თურქიას ქუთაისში ორსართულიანი ქვიტკირის სახლი და 2330 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წელს შაჰი ნასერ ალ-დინი საქართველოში პირველად ჩამოვიდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს გიგო მახარობელის ძე ვარდანაშვილს ქუთაისში ერთსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 15, 42 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე მურმანის ძე მურმანიშვილს ბებნისში 13 დესეტინა და 1300 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიორგი და კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკებს ქსოვრისში 16 დესეტინა და 110 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, სავენახე ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დავით ზაქარიას ძე ბარათაშვილს თბილისის მაზრაში 215 დესეტინა და 450 კვადრატული საჟენი ტყე, საბოსტნე, სათიბი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ წერილში ეკატერინე გაბაშვილი ბუნებისადმი მებატონეების გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობს, აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს კერძო პირებისგან უნდა შეესყიდა ტყეები და ასე გადაერჩინა განადგურებისგან.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით ზაქარიას ძე ბარათაშვილის თბილისის მაზრაში მდებარე 215 დესეტინასა და 450 კვადრატულ საჟენ ტყეს, საბოსტნე, სათიბ ადგილებსა და საძოვრებს.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ წერილში ეკატერინე გაბაშვილი გლეხების მძიმე ეკონომიკურ პირობებსა და დამატებით სავალდებულო გადასახადებზე წერდა. მისი აზრით, სახელმწიფოს გლეხის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა ეზრუნა, რომ გლეხს ოჯახის დამხმარე მუშახელი რამდენიმე წლით განათლების მისაღებად ან ხელობის შესასწავლად გაეშვა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს მიხეილ ერასტოს ძე დარახველიძეს ქუთაისში ჰქონდა ორი ქვიტკირის სახლი –ორსართულიანი და ერთსართულიანი და 312 კვადრატული საჟენი მიწა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ელისაბედ სიმონის ასულ ჩარექოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის დუქნები სარდაფითა და მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ ივანეს ძე შამირანოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ფრანგების ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 120 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს გენერალ-გუბერნატორმა მოქალაქეებს თბილისში თავიანთი სახლების წინ ფანრების ჩამოკიდება დაავალა. ამ ფაქტს 2 მარტის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ეკატერინე გაბაშვილი გამოეხმაურა, აღნიშნა, რომ ფანრის ჩამოკიდება და პოლიციის სხვა მოთხოვნების შესრულება სახლების მფლობელებს ძვირი უჯდებოდათ, როცა ამ ფულით სხვა საჭირო დაწესებულებების დაარსება შეიძლებოდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ანდრია ჟვანია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში, თბილისში, ინგლისის ფირმა „კოსმოს-ლიმიტედის“ კანტორაში, საორგანიზაციო კომიტეტის წევრ გრიგოლ გიორგის ძე ბერიძესთან (ბარონის ქ. N15).

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში, თბილისში, სამეურნეო ბანკში, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე პართენ ალექსანდრეს ძე გოთუასთან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში, თბილისში, ცენტრობანკში (პუშკინის ქ. N3), საორგანიზაციო კომიტეტის წევრ კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზთთან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში, ქუთაისში, საურთიერთო ნდობის ბანკში პავლე უზნაძესთან.