რეგისტრირებული ფაქტები92215
სორტირება თარიღი მზარდობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ დეკემბერს სახალხო სახლში ქართული დრამატული დასის ამხანაგობამ ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით პიესა „იმედის დაღუპვა“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ დეკემბერს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა სახალხო სახლში წარმოადგინა პიესა „ზღვასთან“ ნინო ჩხეიძის, ალექსანდრე იმედაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, იუზა ზარდალიშვილის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, პლატონ კორიშელის, ნინო თოიძის, მ. რომანიშვილის, სუზანა ბეჟანიშვილის და სხვ. მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ დეკემბერს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა სახალხო სახლში წამოადგინა პიესა „იმედის დაღუპვა“ ეფემია მესხის, ალექსანდრე იმედაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, ანეტა ქიქოძის, ვასილ არაბიძის, მიხეილ სარაულის, იუზა ზარდალიშვილის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, პლატონ კორიშელის, ნინო თოიძის, სუზანა ბეჟანიშვილისა და ანა შოთაძის მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ დეკემბერს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასის წარმოდგენაში „ზღვასთან“ 8 წლის მედეა ქორელმა ანას როლი შეასრულა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ დეკემბერს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა სახალხო სახლში წარმოადგინა ვოდევილი „ბებრის საღერღელით“ ვასო აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ნინო თოიძის, ზაქარია გომელაურის და სხვ. მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ დეკემბერს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა სახალხო სახლში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით წარმოადგინა პიესა „იმედის დაღუპვა“.
1914
ტიპი: გარდაცვალება
საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი 1914 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში გამოვიდა გრიგოლ ჩარკვიანისა და მიხეილ გაჩეჩილაძის მიერ შედგენილი 1915 წლის კედლის კალენდარი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში ივანე პოლუმორდვინოვმა თავისი თარგმნილი ანტონ ჩეხოვის მოთხრობების გამოცემა დაიწყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის დეკემბერში იოსებ ივანიძემ ავლაბრის სახალხო თეატრის რეჟისორის თანამდებობა დატოვა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციამ იოსებ გედევანიშვილის, ივანე გომართელის, ივანე მაჭავარიანის, ვახტანგ ღამბაშიძისა და სხვ. დახმარებით ქართული თეატრის ისტორიის შედგენა და გამოცემა გადაწყვიტა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის დეკემბერში სოფიო ანკარა და მარიამ საფაროვი საბურთალოს თეატრის რეჟსორებად მიიწვიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში კონსტანტინე ფოცხვერაშვილი ადგილობრივმა ქართველებმა ვორონეჟში დაგეგმილი ღონისძიების მუსიკალური ნაწილის ორგანიზატორად მიიწვიეს.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის დეკემბერში ოსმალეთის ომში დაჭრილი უნტერ-ოფიცერი ალექსანდრე გადახაბაძე წმ. ნინოს სახელობის ლაზარეთში იწვა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში არჩილ გიორგაძის მიერ შეკრებილი 5, 15 მანეთიდან ათ-ათი შაური გაიღეს: ს. მანველიძემ, ნინო შაქარაშვილმა, ს. ხრამელაშვილმა, ომან ჩუბინიძემ და მაქსიმე ჩიგოგიძემ.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის დეკემბერში I მსოფლიო ომში დაჭრილი უნტერ-ოფიცერი ბესარიონ ქარცივაძე გარდაიცვალა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში არჩილ გიორგაძემ თავისი შეკრებილი 5. 15 მანეთი ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას გადასცა.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის დეკემბერში გერმანიის საზღვართან გიორგი მიხეილის ძე ხერხეულიძე მოკლეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში ჯარისკაცმა ალექსანდრე არშაკის ძე ოგანეზაშვილმა ქართული თეატრის სააღმშენებლო ფონდს 5 მანეთი შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქმის მწარმოებელ ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძის განცხადება საკანცელარიო ნივთების გაყიდვის წესის შემუშავებისა და ფასის ნამდვილი ღირებულების შესაბამისად შემცირების შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილსა და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს საკანცელარიო ნივთების სიის შემოწმება და ფასის სურვილისამებრ შეცვლა დაავალეს.

