საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90438

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესოვის (მეღვინეთუხუცესიშვილი) წერილი „წიგნი აკაკი წერეთელთან“, რომელიც ეხმიანება იმავე გაზეთის 24-ე ნომერში აკაკი წერეთლის მიერ გამოქვეყნებულ ნარკვევს ქუთაისის გუბერნიის წინამძღოლთან გამართული სადილის შესახებ.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 27 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო აზნაურ სვიმონ მიქელას ძე მიქელაშვილის მამული სოფელ თხინვალში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 27 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო სალომე და ნატალია დარჩინოვების ვენახი სოფელ ავჭალაში, რომელიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ისაია აბრამის ძე აბრამოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 27 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად გიორგი სოლომონის ძე ხიმშიაშვილის ვენახი სოფელ ბულაჩაურში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 27 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გენერალ-ლეინტენანტ ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილის მამული სოფელ ნიჩბისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 27 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო აზნაურების, სალომ, ზაალ და აბრამ ფარეშიშვილების მამული სოფელ ჭოპორტში, რომელიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 1-ელ დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დიმიტრი ჯანაშვილის ნარკვევისა „წარსული და მომავალი ინგილოების ცხოვრება“.

1867

ტიპი: გარდაცვალება

1867 წლის 1-ელ დეკემბერს ქორთის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი კირილე კაციას ძე მეტრეველი გარდაიცვალა.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 4 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ელისაბედ ივანეს ასულ ნიკოლაძის დუქანი ქუთაისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 4 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად დიმიტრი ივანეს ძე ჭავჭავაძის მამული ყვარელში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 8 დეკემბერს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ იოსებ მამაცაშვილის ინიციატივითა და ხელშეწყობით გორის მაზრაში სამი სასოფლო სკოლა დაარსდა.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ივანე ნონიას ძე პედელოვის სახლი და დუქანი თბილისში, რომლებიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: ღონისძიება

1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო მიხეილ და ივანე შერმაზანოვების სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეებს ჩამოართვეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო პეპანა ტურაბოვის მამული თელავში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ლეონიდე გერმანოზის ძე ბარათაშვილის დაუსახლებელი მამული თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო სვიმონ მათუზას ძე მათუზოვის დუქანი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაეყიდათ ოჰანეზ ოჰანეზას ძე აღამოვის დუქანი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო იაკობ სვიმონის ძე პავლიაშვილის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 11 დეკემბერს, კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით, საჯაროდ უნდა გაყიდულიყო მოსე და სოლომონ კაზაროვების სახლი და მამული თბილისში, რომლებიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო  ჩამოართვეს.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 18 დეკემბერს პეტერბურგში გამოცხადდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულება, რომლის თანახმად ამიერკავკასიის სამიჯნაო პალატის საიდუმლო მრჩეველი ევგენი სტარიცკი დაინიშნა თბილისის სამსჯავრო პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 18 დეკემბერს პეტერბურგში გამოცხადდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულება კავკასიის მეფისნაცვლის მრჩევლის, ალექსანდრე ოგოლინის თბილისის სამსჯავრო პალატის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშვნის შესახებ.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 18 დეკემბერს პეტერბურგში გამოცხადებული რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულებით ქუთაისის გუბერნიის სამსჯავროს თავმჯდომარედ ნიკოლოზ ლაზარეს ძე ყაითმაზოვი დაინიშნა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ვ. რეკაჩის კერძო განცხადება აბრეშუმეულისა და წმინდა ნივთების მაღაზიის მისამართის ცვლილების შესახებ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესოვის კორესპონდენცია გორის მაზრის სოფლებში მცხოვრები გლეხობის ყოფაზე ბატონ-ყმობის გაუქმების შემდეგ.