საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89472

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები ქვემო მაჩხაანიდან იყვნენ: ვასილ მიხეილის ძე ნადირაშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, მიხეილ წყალობას ძე ჯანყარაშვილი, მოსე ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, ვასილ ქრისტეფორეს ძე ალადაშვილი, რაჟდენ ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, ზაქარია ილიას ძე ფაშალიშვილი, ნიკო ნოდარის ძე კორაშვილი და სხვ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ისიდორე დავითის ძე ქოჩიაშვილი თერჯოლის წმ. გიორგის (ჭაბუკთის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ზაქარია ასლანის ძე მდივანმა გენერალ-მაიორის წოდება მიიღო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ლეონტი იოსების ძე მანჯავიძე სოფ. ლაშის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს გრიგოლ ვასილის ძე სუმბათაშვილი წმინდა გიორგის ჯვრის კავალერი გახდა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს ივანე გიორგის ძე ყაზბეგმა გენერალ-მაიორის წოდება მიიღო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-17 წლებში კირილე ლეონტის ძე გიორგაძე მუხურის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ისაკ სიმონის ძე საცერაძე საზანოს მთავარანგელოზის (აბაშიძეების) ეკლესიის მღვდელი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-17 წლებში სიმონ ბესარიონის ძე ჭულუხაძე საწაბლის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-17 წლებში პეტრე ნიკოლოზის ძე ლუტიძე სკანდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ბებიაშვილი ტყემლოვანის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-17 წლებში სიმონ გიორგის ძე ხარაძე ფარცხნალის მაცხოვრის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-17 წლებში ლუკა თევდორეს ძე ტყემალაძე ცხამის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-17 წლებში აბო ხარიტონის ძე ციცქიშვილი ხევიჯვრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ვასილ არაბიძე ჭიათურის თეატრის რეჟისორი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს რეჟისორი იუზა ზარდალიშვილი ბაქოს დრამატული საზოგადოების დასში მიიწვიეს.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს ბაქოს დრამატულ წრეში რამდენიმე წარმოდგენის გამართვის შემდეგ ვალერიან შალიკაშვილი ჭლექით დაავადდა და დასს ჩამოშორდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ბაქოს დრამატულმა წრემ რეჟისორი ვალერიან შალიკაშვილი მიიწვია და მისი მონაწილეობით რამდენიმე წარმოდგენა გამართა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ეპიფანე ჩხაიძე ლანჩხუთის სასწავლებლის ინსპექტორი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს მხატვარმა მოსე თოიძემ გამოფენა გამართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა რამდენიმე საერო-სასულიერო კონცერტი გამართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ სილოვან ხუნდაძის თაოსნობით წიგნების გასავრცელებლად რაჭა-ლეჩხუმისა და შორაპნის მაზრებში დააარსა 20-მდე აგენტურა, ასეთივე აგენტურებს აწყობდა გურიასა და ოდიშში.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს გრიგოლ დიასამიძე ყოველკვირეული პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთის „თემი“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ვალერიან სიდამონ-ერისთავმა, ალექსანდრე ციმაკურიძემ, შალვა ქიქოძემ, ლადო გუდიაშვილმა და გრიგოლ მესხმა ქართველთა ყოფა-ცხოვრებისა და ქართველ მწერალთა ნაწარმოებების დასურათება დაიწყეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ივანე გომართელი და იოსებ იმედაშვილი ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქტორები იყვნენ.