რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 11 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა დასასრული რეცენზიისა ჟურნალ „ივერიის“ 1883 წლის მეთერთმეტე და მეთორმეტე ნომრებში გამოქვეყნებულ მასალებზე, მათ შორის ილია ჭავჭავაძის „შინაურ მიმოხილვაზე“.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის აპრილის დასაწყისში ალექსი წერეთელმა, თურქეთში რუსეთის იმპერიის ვიცეკონსულმა, მეუღლის, მარინა უსპენსკაიას ხელით ილია ჭავჭავაძეს ბარათი გაუგზავნა. წერეთელი ილიას რუსეთსა და თურქეთს შორის შესაძლო ომის დაწყების შემთხვევაში პეტერბურგისთვის ტელეგრამით ინფორმაციის გაგზავნას სთხოვდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 5 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს ანასტასია თუმანიშვილის თხოვნა ლატარეის გასამართად თანხის გამოყოფის შესახებ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წინარეხის სკოლის კურსდამთავრებული რვა მოსწავლის წიგნებით დაჯილდოება გადაწყვიტეს.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 19 აპრილამდე ანონიმურად გამოვიდა ივანე მაჩაბლის ბროშურა „თ. ილია ჭავჭავაძე და იმისი მოღვაწეობა“, რომელშიც უარყოფითად იყო შეფასებული ილია ჭავჭავაძის საქმიანობა არა მხოლოდ ბანკში, არამედ გაზეთში, წერა-კითხვის გამავრცელებელ, დრამატულ, სათავადაზნაურო სკოლის დამფუძნებელ საზოგადოებებში და სხვ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 19 აპრილის შემდეგ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ განხილული იყო ივანე მაჩაბლის წიგნი „თ. ილია ჭავჭავაძე და იმისი მოღვაწეობა“.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამოსაცემად წარმოდგენილი თარგმანები ალექსანდრე ივანოვის „ცა და დედამიწა“ და ნიკოლოზ ლესკოვის „მშვენიერი აზა“ სარეცენზიოდ გიორგი იოსელიანსა და ექვთიმე თაყაიშვილს გადასცეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის წევრთა წლიურ კრებას, რომელზეც განმარტეს ქარვასლის ვალის დაჩქარებით გადახდისა და დივიდენდის გაუქმების საჭიროება.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილმა წაიკითხა დასკვნა მისთვის სარეცენზიოდ გადაცემული შემდეგი რუსული წიგნების შესახებ: „მოთხრობები მიწასა და ცაზე“, „მინდვრებისა და ტყეებისთვის მავნე მწერების შესახებ“, „მიწისძვრებსა და ცეცხლისმფრქვეველ მთებზე“, „სითბოსა და ჰაერზე“, „წყლის სამ ფორმაზე“, „საუბრები ბუნებაზე“ და „ღვთიურ სამყაროზე“.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 5 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძემ განაცხადა, რომ დიმიტრი ბაქრაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, იოსებ დავითაშვილის, ალექსანდრე ყაზბეგისა და მამია გურიელის ფონდების დასაარსებლად „ივერიის“ რედაქციაში შეგროვებული თანხა ექვსი თვით საკომერციო ბანკში შეიტანა, რათა 3 პროცენტით გაზრდილიყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წიგნით ვაჭრობის ინსპექტორის მიერ საზოგადოების მაღაზიებში აღმოჩენილ ხარვეზებზე იმსჯელეს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 15 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელ წევრთა კრებას, რომელზეც ბანკის მოგების საზოგადოების სასარგებლოდ განაწილების საკითხი განიხილეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 14 მაისს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ განმარტა, რომ თბილისის ბანკისთვის დაფასების წესების შედგენისას იხელმძღვანელეს პეტერბურგში იმპერიის სხვადასხვა ბანკის წარმომადგენელთა კრებაზე მიღებული და მინისტრის მიერ დამტკიცებული საერთო გადაწყვეტილებებით, მაგრამ დაამატეს მცირეოდენი ნიუანსები ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით. ილიამ ბანკის წევრებს შესთავაზა ამ წესების მიღება ერთი წლით და შემდეგ მათი გადახედვა.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლის 2 ივლისს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ იუწყება, რომ ილია ჭავჭავაძის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა.

