რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 მაისს კალისტრატე ნესტორის ძე ნიჟარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართული განყოფილების საზოგადო კრების ოქმი. ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 29 მაისს კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი მცხეთაში გადაასვენეს და სვეტიცხოველში დაკრძალეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 30 მაისს ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ვლადიმერ ვასილის ძე მზარეულაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 30 მაისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „ჯიოკონდა“ ნინო ჩხეიძის, ალისა ქიქოძის, ნინო თოიძის, ნინო გამრეკელი-თორელის, მედეა ქორელის, ალექსანდრე იმედაშვილის, პლატონ ჩიქვინიძის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 30 მაისს სახალხო სახლში მიხეილ ქორელის რეჟისორობით „ჯიოკონდა“ წარმოადგინეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გარდაცვლილი კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელის ცოლის, ტატიანა კონსტანტინე ასულ ბაგრატიონისას, და ვაჟის, თეიმურაზ კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელის, ფოტო.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის 31 მაისს სოფ. მეჯვრისხევის მცხოვრები, კაპიტანი გ. გ. ჩუბინაშვილი ბრძოლის ველზე მძიმედ დაჭრილი დაიკარგა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 31 მაისს, ნაძალადევის თეატრში კოტე მესხის გარდაცვალების წლისთავზე, წარმოადგინეს მისი პიესა „ბაგრატ IV“ გ. სვანიძის, სვიმონ სვიმონიძის, ი. კანდელაკის, ქსენია კამკამაძის, ი. გიორგაძის, გ. გაბინაშვილისა და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 31 მაისს ზუგდიდში ადგილობრივი ბიბლიოთეკა-სამკითხველოს სასარგებლოდ ვალერიან გუნიას „და-ძმა“ წარმოადგინეს.

