საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93598

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის ზაფხულში ვასილ აბაშიძე სამკურნალოდ ახტალაში წავიდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ზაფხულში ხარფუხის კლუბის მამასახლისთა საბჭომ ალექსანდრე სიმონის ძე ლორთქიფანიძის ინიციატივით კლუბის ეზოში საზაფხულო სცენა მოაწყო და კვირაში ერთხელ ქართულ წარმოდგენებს მართავდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს დ. დუმბაძე ხარფუხის კლუბის თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს საბურთალოს თეატრის გამგეობის წევრები იყვნენ: ტიტე ნესტორის ძე ბურძგლა, მელქისედეკ ლუარსაბის ძე ლებანიძე, გიგო ხეჩუაშვილი, გ. მამულაშვილი, პავლე გიორგის ძე ხეთაგაშვილი, ივანე სოლომონის ძე ქორფაშვილი და სხვ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ეკატერინე ბახტაძისა ხონის დრამატული წრის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ლუკა ბაქრაძე საბურთალოს თეატრის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს კონსტანტინე პეტრეს ძე უგულავა, კორნელი ალექსის ძე ქაცარავა, ნიკოლოზ ილიას ძე შაფაქიძე, თ. ნადარეიშვილი და გ. ბალანჩივაძე ხონის დრამატული წრის გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ნატალია ჯავახიშვილი, ანა იმედაშვილისა და ნიკოლოზ გვარაძე ხონის დრამატული წრის მიწვეული წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ნატალია ჯავახიშვილი, ანა იმედაშვილისა და ნიკოლოზ გვარაძე ხონის დრამატული წრის მიწვეული წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს მიხეილ გირგის ძე ჭავჭანიძე და გიგა მებუკე ხონის დრამატული წრის გამგეობის წევრების კანდიდატებად აირჩიეს.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს ომში ოსმალეთის საზღვარზე მებრძოლი დავით აკოფაშვილი წმ. ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელსб რუსეთიდან დაბრუნების შემდეგб ფილიპე ლორიამ თბილისში ტრამვაიზე განაგრძო მუშაობა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს შალვა ნუცუბიძემ სოციალ-ფედერალისტთა პარტიაში დაიწყო მუშაობა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს საქველმოქმედო საზოგადოებამ შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე ხევსურეთში თავის რწმუნებულად დანიშნა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915-16 წლებში სიმონ ქვარიანმა გამოაქვეყნა ნაშრომი „ქართველი ერის ისტორია“.

1915

ტიპი: ნასამართლეობა

1915 წელს გაბო იმერლიშვილი, რომელმაც ნიკოლოზ დიასამიძის მკვლელობისთვის კატორღაში 18 წელი გაატარა, შინ დაბრუნდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ჟენევაში საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის შემწეობითა და გერმანელთა დახმარებით ლეო კერესელიძემ შექმნა კომიტეტი, რომელიც ოსმალეთის ფრონტზე რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-1917 წლებში ზაქარია მდივანი კავკასიის მე-4 საარმიო კორპუსის შტაბის უფროსად მსახურობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ზაქარია მდივანი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-1916 წლებში გიორგი არჯევანიძე ბაქოს 153-ე ქვეით პოლკს მეთაურობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915–1916 წლებში ანდრია ბენაშვილი კიევის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში ირიცხებოდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ანდრია ბენაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს გიორგი კვინიტაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს გიორგი კვინიტაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე გედევანიშვილი 1915 წელს ვლადიმირის III ხარისხის მახვილებით დააჯილდოვეს.