საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93598

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 1-ელ მარტს ხაშურის დრამატულმა წრემ წარმოადგინა აკაკი წერეთლის „პატარა კახი“ . დადგმის რეჟისორი იყო იუზა ზარდალიშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის მარტში გიორგი ქუჩიშვილმა დაწერა პოემა „ნაადრევი ვარსკვლავი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის მარტში გრიგოლ ტარასის ძე მაჭავარიანმა ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა „მოსე მწერალი“ ოთხმოქმედებიან პიესად გადააკეთა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე მეტრეველის წერილი 22 თებერვალს ალაგირში გამართული წარმოდგენების შესახებ.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვარლამ პავლეს ძე მგელაძე II მსოფლიო ომში, 1915 წლის მარტში, ფეხში დაჭრეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის მარტში ქუთაისის დასმა იუზა ზარდალიშვილი 23 მარტს „ჰამლეტში“ და 25 მარტს „ყაჩაღებში“ სათამაშოდ მიიწვია.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის მარტში კრიტიკოსი მიხეილ წულუკიძე თანამედროვე მწერლების ნაწარმოებთა მიმოხილვაზე მუშაობდა.

1915

ტიპი: მფლობელობა

1915 წლის მარტში სამხედრო ქუჩისა და გოლოვინის პროსპექტის კუთხეში ა. ს. ახვლედიანის აფთიაქი გაიხსნა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის მარტში მღვდელი ხარლამპი ხუციშვილი ავსტრიის ფრონტზე იბრძოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის მარტში დიმიტრი ჭიაბრიშვილმა პეტროგრადში რუსულ ენაზე გამოსცა აკაკი წერეთლის რჩეული ლექსები.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 1-ელ მარტს ხაშურის დრამატული წრის წარმოდგენაში„პატარა კახი“ იუზა ზარდალიშვილი ლევან ქვაბულიძის როლს თამაშობდა, ანა შოთაძე – ტურფას, დ. ძნელაძე – პატარ კახს, მ. კვალიაშვილი – მეფე თეიმურაზს, ვ. მაღრაძე – თამარ დედოფალს, სვიმონ დევდარიანი – გივი ჩოლოყაშვილს, ალ. ქუთათელაძე – რევაზ ბებურიშვილს და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის მარტში ხაშმის ორკლასიანი სკოლის გამგე ალ. ესტ. მოზდოკელი, რომელიც გორში საკონსერვო საქმის შესასწავლად იმყოფებოდა, ხაშმში დაბრუნდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის მარტში მიხეილ ჭიაურელმა კოტე მესხის ბიუსტი გააკეთა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის მარტში მხატვარი მოსე თოიძე გამოფენისთვის ემზადებოდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის მარტში შაქრო ხატიაშვილი მთავარანგელოზის სამრევლო სკოლის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის მარტში ვასილ ყიფიანი ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოების ხაზინადარი იყო.

1915

ტიპი: ნასამართლეობა

1915 წლის მარტში 129-ე მუხლით ბრალდებული კონსტანტინე ტყავაძე, „ხმა კახეთის“ რედაქტორ-გამომცემელი, სასამართლო პალატამ გაამართლა.

1915

ტიპი: ნასამართლეობა

1915 წლის მარტში „ხმა კახეთის“ რედაქტორ-გამომცემელ კონსტანტინე ტყავაძეს 129-ე მუხლით ჰქონდა ბრალდება წაყენებული. მას ადვოკატი ოსიკო ბარათაშვილი იცავდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის მარტში თომა ნასიძემ მომღერალ ქალ-ვაჟთა გუნდი დააარსა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის მარტში ნინო ყიფიანისამ ახალი ყოველთვიური ჟურნალის, „ცისკრის“ გამოცემა გადაწყვიტა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის მარტიდან ევგენი იმნაძე მსახურობდა 50-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი სამუზეუმო სექციის თავმჯდომარეს სწერს, რომ საზოგადოების შემოსავალი ყველა განყოფილების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ბიუჯეტი უნდა შეამცირონ, რომ ყველა განყოფილებისთვის პირადპირპროპორციულად გადანაწილდეს. 1915 წლის განმავლობაში შემოსავლიდან 3945 მანეთის (სახარჯავი თანხა) ნაცვლად 2300 მანეთი უნდა გადაედოთ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 5 მარტს გიორგი მაზნიაშვილს პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 7 მარტს ჯრუჭის წმ. გიორგის მონასტერში ადგილობრივი მოსწავლეებისა და ხალხის თანდასწრებით აკაკი წერეთლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 მარტს დუშეთში აკაკი წერეთლის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე დ. კობიაშვილმა წაიკითხა რეფერატი აკაკის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.