საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87346

1924

ტიპი: თანამდებობა

1924-1929 წლებში პანტელეიმონ ჩხიკვაძე მუშაობდა თბილისის აღმასკომში ფინკონტროლის რევიზორად.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძე აგვისტოს აჯანყების დროს გურიაში დააპატიმრეს.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძე შევიდა ახალგაზრდათა კომკავშირის არალეგალურ ორგანიზაციაში.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის ივლისში პანტელეიმონ ჩხიკვაძე საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, სადაც ჯერ საქონლის სადგურში მტვირთავად მუშაობდა, შემდეგ კი – მუშათა პროფკავშირში.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძემ სწავლა დაიწყო ჩოხატაურის გიმნაზიაში.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ირაკლი (კაკი) წერეთელი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მიხეილ თაქთაქიშვილი იყო სახალხო განათლების სამინისტროს ტექნიკურ, პროფესიულ და სამრეწველო სასწავლებელთა მთავარგამგე.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გრიგოლ ვეშაპელი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დავით ილიას ძე ანდრონიკოვი იყო თარჯიმანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კონსტანტინე კანდელაკი იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მაქსიმე გაჟონია ბინას ფლობდა მოსკოვის ქუჩის N20-ში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა მოქალაქე მაქსიმე ონისეიმეს ძე გაჟონიას განცხადება მოსკოვის ქუჩის N20-ში, მესამე სართულზე, მდებარე ბინის გაყიდვის თაობაზე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ იაკობ ანტონის ძე მირაქოვი იყო ექიმი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პოლიევქტე ლაზარეს ძე კიკალიშვილი იყო ექიმი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, რუსეთის ეროვნულმა საბჭომ საქართველოს მთავრობის მინისტრ-თავმჯდომარეს მოსთხოვა ფოთში დაპატიმრებული გემის „Геркулес“ დაუყოვნებელი გათავისუფლება, რადგან ეს დაპატიმრება უარყოფდა ხელშეუხებლობის გარანტიებს, რომელიც რუსეთის ეროვნულ საბჭოს მისცა საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და სურსათის სამინისტროებმა, გერმანიის სამხედრო მისიამ საქართველოში და თვით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მინისტრმა-თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ. ამავე დროს, რუსეთის ეროვნული საბჭოს აზრით, ამ ფაქტს შეეძლო ცუდად ემოქმედა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიას შორის დალაგებულ სავაჭრო ურთიერთობებზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გენერალ მაზნიაშვილს ფოთში დაუპატიმრებია ნოვოროსიისკის პორტის გემი „Геркулес“, რომელსაც რუსი ლტოლვილები უნდა გადაეყვანა და საქონლის გაცვლა ეწარმოებინა. რუსეთის ეროვნულმა საბჭომ დაჟინებული თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობის მინისტრ-თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას გემის გათავისუფლების თაობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გენერალ მაზნიაშვილის განკარგულებით ფოთში დააპატიმრეს ნოვოროსიისკის პორტის გემი „Геркулес“, რომელსაც რუსი ლტოლვილები უნდა გადაეყვანა და საქონელი გაეცვალა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქალაქის მერიამ სასწავლებელთა ექიმებად დაამტკიცა: პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალიშვილი, იაკობ ანტონის ძე მირაქოვი და ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქალაქის მერიაში თარჯიმნად დაინიშნა დავით ილიას ძე ანდრონიკოვი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სერგო ჯაფარიძე იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 ოქტომბერს საჯავახოდან თბილისში სპეციალური მატარებლით დაბრუნდა კავშირგაბმულობის მინისტრი ივანე ლორთქიფანიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბერს ხარკოვში სომხეთის რესპუბლიკის რწმუნებული რ. ს. იუზბაშიანი თავისი შტატითა და ოჯახით ფოთის გავლით აპირებდა დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბაქოში ნავთობის შესაძენად ა. ა. ტოლსტონოგოვის ხელმძღვანელობით გამგზავრებული კომისია, რომელიც თბილისში დაბრუნებულა, რამდენიმე დღეში იგივე მიზნით ისევ ბაქოში აპირებდა გამგზავრებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბაქოში ნავთობის შესაძენად გამგზავრებული კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა კავშირგაბმულობის სამინისტროს საექსპლოატაციო ნაწილის უფროსი ა. ა. ტოლსტონოგოვი, თბილისში დაბრუნებულა.