საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87331

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 11 ოქტომბერს დრამისა და ოპერის ამხანაგობის საღამოზე, რომელსაც უხელმძღვანელებდნენ მ. ნ. გერაშჩენევსკისა და ი. ა. ფხალაძე, წარადგენდნენ: დუელის სცენას „ევგენი ონეგინიდან“, ჟანრობრივ სურათს „ოდესელები“, კომედიურ ვოდევილს „წითელი ქალი“, დიდ საკონცერტო ნაწილსა და ბალეტს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 11 ოქტომბერს „ქართულ კლუბში“ მ. ნ. გერაშჩენევსკისა და ი. ა. ფხალაძის ხელმძღვანელობით გასამართი დრამისა და ოპერის ამხანაგობის კონცერტი უფასო იქნებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 11 ოქტომბერს „ქართულ კლუბში“ გაიმართებოდა დრამისა და ოპერის ამხანაგობის საღამო მ. ნ. გერაშჩენევსკისა და ი. ა. ფხალაძის ხელმძღვანელობით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ედუარდ ნაპრავნიკი იყო კომპოზიტორი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 10 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა 4 მოქმედებიანი ოპერის „დუბროვსკი“ პრემიერა. მუსიკის ავტორი იყო ნაპრავნიკი.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 11 ოქტომბერს გარდაიცვალა ნათელა ლეონიდეს ასული ბარათოვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 11 ოქტომბერს, 12 საათზე, ნათელა ლეონიდეს ასული ბარათოვას გარდაცვალების წლისთავზე გაიმართებოდა სამოქალაქო პანაშვიდი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გერჰარდ ჰაუპტმანს ჰქონია დრამა „ჩაძირული გემი“.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალი კარაევი იყო სოცილა-დემოკრატიული პარტიის „Гумет“ წევრი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი სტატიის „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“ მიხედვით, მუსულმანთა ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარგზავნილი ალი კარაევი პარტია „Гумет“-ის ერთ-ერთ პატიოსან და ერთგულ წევრად ითვლებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ჰუსეინ ჰასან ზადე დუმაში თარჯიმნად მსახურობდა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“. სტატიიდან ირკვევა, რომ მუსულმანთა ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარგზავნილი ალი ჰაიდარ კარაევს არცთუ დიდი ხნის წინ მიუღწევია სრულწლოვანებისთვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ჰუსეინ ჰასან ზადე ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვს არაერთხელ მოუწვევია მუსულმანთა წარმომადგენლობით თანამდებობაზე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ჰუსეინ ჰასან ზადე ამიერკავკასიის სასულიერო სამმართველოს მდივნის მოადგილე იყო.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წელს ალექსანდრე ბარამიძე იყო მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების გამგე.

1945

ტიპი: თანამდებობა

1945-49 წლებში ალექსანდრე ბარამიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე არხიპოვი ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონ აკულოვი ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 17 ნოემბერს სიმონ აკულოვი მოულოდნელად გარდაიცვალა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე სონნიკოვი ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 17 ნოემბერს ივანე არხიპოვმა და ალექსანდრე სონნიკოვმა კლასიკური გიმნაზიის თანამშრომლების განყოფილებიდან ლაბადა მოიპარეს. საქონელი იპოვეს და დამნაშავეები დააკავეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მიხეილის კერძო საავადმყოფოში ექიმი მიხეილ მგალობელი პაციენტებს იღებდა ქალთა სნეულებათა და ქირურგიის განხრით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „Грузия“-ში დაბეჭდილი სტატიის „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“ მიხედვით, მუსულმანთა ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარგზავნილი ჰუსეინ ჰასან ზადე თბილისის დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „მუსულმანები საქართველოს პარლამენტში“. სტატიიდან ირკვევა, რომ მუსულმანთა ეროვნული საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარგზავნილ ჰუსეინ ჰასან ზადეს გორის სემინარიის სამასწავლებლო სასწავლებელი დაუმთავრებია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ აბდულ აზიზ შარიფოვი პარტიული ორგანოს „Гяладжак“ (მომავალი) ერთ-ერთი რედაქტორი იყო.