რეგისტრირებული ფაქტები87271
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ვასილ ამაშუკელმა, ლევან წერეთელმა, ერასტი სიმონის ძე თუთბერიძემ, მელქისედეკ სპირიდონის ძე კანდელაკმა, იოანე ცქიტიშვილმა, ივანე მიხეილის ძე მეპნერმა, ალექსანდრა ვასილის ასულმა ბერეკაშვილმა, ალექსანდრე შანიძემ, ელენე დიმიტრის ასულმა ნაზაროვმა, გიორგი ნიორაძემ და მარია ანჯაფარიძემ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: სერგო ისიდორეს ძე რობაქიძემ, გიორგი სიმონის ძე სვანიძემ, ნიკოლოზ სვანიძემ, შალვა სანიკიძემ, პეტრე იოსების ძე ყიფიანმა, სამსონ გიორგის ძე ყიფიანმა, ანდრო ანტონის ძე შუბლაძემ, ნიკოლოზ შარაბიძემ, სიმონ ბ. შარაშენიძემ და მიხეილ შევარდნაძემ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ანა სვიმონის ასულმა პეტრიაშვილმა, ვასილ ნიკოლოზის ძე მესხმა, ილარიონ სპირიდონის ძე მოწონელიძემ, კონსტანტინე არქიპოს ძე გაბადაძემ, გაბრიელ პეტრეს ძე ცაგარეიშვილმა, ტარასი დავითის ძე მამალაძემ, სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიამ, სიმონ ნესტორის ძე ღოღობერიძემ, არსენ ქაიხოსროს ძე ჯახუტაშვილმა და ლიდია იოსელიანმა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: იასონ ბესარიონის ძე გაბაშვილმა, ნიკოლოზ ნესტორის ძე მაღრაძემ, დიმიტრი მიხეილის ძე ბახტაძემ, ელენე დიმიტრის ასულმა ბახტაძემ, ერმალოზ ალექსის ძე ასათიანმა, ილიკო დიმიტრის ძე მამფორიამ, ნესტორ იოსების ძე გიორგაძემ, სილოვან გიგოს ძე კლდიაშვილმა, სტეფანე გიორგის ძე ხაჟომიამ და ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძემ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: პლატონ დავითის ძე ხიზანაშვილმა, ოლღა ანტონის ასულმა იოსელიანმა, ოლღა ბიქტორის ასულმა კლდიაშვილმა, ელენე ბესარიონის ასულმა ხელთუფლიშვილმა, ნინო ივლიანეს ასულმა აბესაძემ, იულია ამბაკოს ასულმა სულაქველიძემ, ვლადიმერ მოსეს ძე ვეკუამ, კონსტანტინე შანიძემ, ტარასი სოხაძემ და ნინო ალექსის ასულმა პავლოვამ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: პავლე მ.-ს ძე მოსეშვილმა, სტეფანე გიორგის ძე უკლებამ, ელენე ოცხელმა, პუპი წერეთელმა, სილოვან გიორგის ძე ლაჭყეპიანმა, გიორგი კონსტანტინეს ძე ჯაფარიძემ, ლიდია ჯაფარიძემ, მარინე გიორგის ასულმა ჯაფარიძემ, ფილიპე დიმიტრის ძე გაბელაშვილმა და ივლიანე ალფეზის ძე აბესაძემ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის საწევრო გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: მელქისედეკ კობახიძემ, ბენედიქტე მამფორიამ, პლატონ სიმონის ძე მოდებაძემ, სოლომონ გიორგის ძე მიქელაძემ, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ნუცუბიძემ, იასონ ნიკოლოზის ძე ნიკოლაიშვილმა, ალექსანდრე სიმონის ძე ნიჟარაძემ, იოსებ ივანეს ძე ოცხელმა, სიმონ ივანეს ძე ოცხელმა და დომენტი თომას ძე ოყრეშიძემ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვანო მაღალაშვილი სოფ. მეტეხში სასოფლო წარმოდგენებში მონაწილეობდა ხოლმე და გლეხებთან ერთად ხელს უწყობდა სოფლის სასცენო ხელოვნების აღორძინებას.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 8 იანვარს სამეურნეო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტმა, ფილიმონ გიორგის ძე კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად დავით სარაჯიშვილის ან ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქუთაისის თეატრალური დასის მსახიობი შალვა დადიანი იანვრის დასაწყისში თეატრთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად თბილისში იყო ჩამოსული.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი ვასილ კირვალიძე ბალახნის საავადმყოფოში იწვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასო აბაშიძე ქუთაისში გასტროლებზე მიიწვიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ ნიკო გვარაძეს თავის ბენეფიზე უნდა დაედგა ახალი პიესა „ბედის ტრიალი“.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლი დავით ოტიას ძე ნიჟარაძე მეფისნაცვლის საგანგებო მინდობილებათა გენერლად დანიშნეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე გარსევანიშვილმა ქუთაისის რუსთაველის სამკითხველოს „თეატრი და ცხოვრება“ გამოუწერა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე მგელაძის თაოსნობით არმავირში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება დაარსდა.

