რეგისტრირებული ფაქტები80261
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოტომ გამოსცა წიგნის „კავკასიის ომის შესახებ“ მეორე ტომი, რომელშიც მოთხრობილი იყო დაღესტნის მდგომარეობა ერმოლოვის პერიოდში, ალექსანდრე ბატონიშვილის გაქცევა და 1818 წელს კაპიტან ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვის ქალაქ ხივაში წასვლა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე ივანეს ძე ბეთანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ ახალციხეში მდებარე ორი ქვითკირის სახლი: ერთი – ერთსართულიანი, მეორე – ორსართულიანი, ასევე სიგრძით 28 საჟენი და სიგანით 13 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დიმიტრი პეტრეს ძე ფურცელაძემ სიღნაღის მაზრის სოფელ შუამთაში გათხრების შედეგად აღმოაჩინა ორი ხუცური სახარება: ერთი XI-XII საუკუნის ტყავზე დაწერილი, რომელსაც მხოლოდ მათესა და იოანეს სახარების ბოლო თავი აკლდა და მეორე – XVI-XVII საუკუნის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 იანვარს გიორგი დავითის ძე ერისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა პიესებს „ძუნწსა“ და „უჩინ-მაჩინის ქუდს“, რომელშიც იმერლის როლს კოტე სიმონის ძე მესხი ითამაშებდა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 11 ოქტომბერს ნაფიცვექილმა რაზუმოვსკიმ ბათუმის სასტუმრო „კავკაზში“ სიღარიბის გამო თავი მოიწამლა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 იანვარს გიორგი დავითის ძე ერისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოადგენდნენ პიესას „მეფე და პოეტს“, რომელშიც პოეტის როლს კოტე სიმონის ძე მესხი შეასრულებდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე წერდა, რომ გარდაცვლილი ივანე ზურაბის ძე გოპაძის საფლავზე შეიკრიბნენ მაზრის უფროსი, სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი მასწავლებლებითა და მოსწავლეებით, ადგილობრივი საზოგადოება და აკურთხეს მისი ძეგლი.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე წერდა, რომ ძველი ქალაქის რაბათის საზოგადოებამ მოიწვია მაზრის უფროსი და სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი მასწავლებლებითა და მოსწავლეებით გარდაცვლილი ინსპექტორის ივანე ზურაბის ძე გოპაძის ძეგლის კურთხევაზე, სადაც ძალიან ბევრი ხალხი შეგროვდა.
1885
ტიპი: გარდაცვალება
1885 წლის 16 ნოემბერს ახალციხის საერო სასწავლებლის ინსპექტორი ივანე ზურაბის ძე გოპაძე გარდაიცვალა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე წერდა, რომ გარდაცვლილი ივანე ზურაბის ძე გოპაძე პატიოსნად და სინდისიერად ასრულებდა ახალციხის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორის მოვალეობას, თუმცა იგი თავის ნიჭს მხოლოდ სკოლაში არ იყენებდა. მას არაერთ საზოგადოებრივ საქმეში ჰქონდა ღირსეული მონაწილეობა მიღებული.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ალექსანდრე ვარგანოვი ამიერკავკასიის საქალებო ინსტიტუტის მრჩეველთა განყოფილების მდივნად დანიშნეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სარქის არუთინოვი ქაზახის მაზრაში ცხოვრობდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე წერდა, რომ გარდაცვლილი ივანე ზურაბის ძე გოპაძე მოსწავლეების როგორც გონებრივ, ასევე ზნეობრვ აღზრდაზე ზრუნავდა. იგი ხშირად იბარენდა მშობლებს და რჩევებს აძლევდა,როგორ მოქცეოდნენ შვილებს სახლსა თუ საზოგადოებაში.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე წერდა, რომ გარდაცვლილი ივანე ზურაბის ძე გოპაძე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა მოსწავლეების ზნეობრივ მხარეს. მას კარგად ესმოდა თუ რა გავლენას ახდენდა მოსწავლის ზნეობრივი აღზრდა მის გონებრივ განვითარებაზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ღოღობერიძეს მთავარმართებლობის განკარგულებით წმ. ანას მესამე ხარისხის ჯილდო გადასცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სანდრა დავითის ასულმა დავიდოვმა პეტერბურგში სამუსიკო სკოლა დაამთავრა. მას არტისტი ლეონოვა ასწავლიდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე წერდა, რომ გარდაცვლილი ივანე ზურაბის ძე გოპაძე ძალიან უყვარდათ არამხოლოდ ახალციხეში, არამედ მთლიანად ქართულ საზოგადოებაში, რადგან იგი თავისი საქმიანობის ძალიან ერთგული იყო და ზრუნავდა ხალხის წარმატებაზე.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პელაგია და ანასტასია იორამის ასულ თარხან-მოურავებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ გორისა და თბილისის მაზრის სოფელ სათარხნოში მდებარე სახნავი, საძოვარი, 1800 ოთხკუთხი საჟენი და 554 დესეტინა ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია მელიქ-ახნაზაროვი გუბერნიის მრჩევლის შვილი იყო.