რეგისტრირებული ფაქტები87259
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 30 მაისს ევგენია დავითის ასული ოქროპირიძე, ბართლომე მათეს ძე ხარებავა, იოანე პავლეს ძე გობეჩია, კონსტანტინე კირილეს ძე დარასელია, ილარიონ სამსონის ძე სართანია, პეტრე გიორგის ძე ჭარაია, მიხეილ პავლეს ძე ეზუგბაია, იულია ნიკოლოზის ასული აქირტავა, სამსონ სვანიძე და ეკატერინე ჯგუშია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 30 მაისს ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად სახაზინო თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავმა ალექსანდრე სუმბათაშვილს დაფნის გვირგვინი მიართვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 30 მაისს სახაზინო თეატრში ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წარმომადგენელმა კ. ი. სვიმონიშვილმა სუმბათაშვილს ძველებური კულა მიართვა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 31 მაისს დიმიტრი კონსტანტინეს ძე ემხვარი, აქვსენტი რურუა, მაქსიმე შამშეს ძე კვეკვესკირი, მოსე პეტრეს ძე ქეცბაია და ეკატერინე ჯგუშია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 31 მაისს ლიდია სამსონის ასული სვანიძე, ფუცუ ბესარიონის ასული გაბისონია, კონსტანტინე გიორგის ძე შარია, ევგენია დავითის ასული ოქროპირიძე და ლილი ივანეს ასული ჩხეტია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 31 მაისს მიხეილ პავლეს ძე ეზუგბაია, კონსტანტინე კირილეს ძე დარასელია, ბართლომე მათეს ძე ხარებავა, სამსონ სვანიძე და თეოფანე ჯოჯუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 31 მაისს ივანე შონია, კონსტანტინე მანჯგალაძე, გრიგოლ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, ნესტორ პავლეს ძე ეზუგვბაია და ილარიონ სამსონის ძე სართანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 31 მაისს გიორგი ტორუა, იოანე გობეჩია, პეტრე გიორგის ძე ჭარაია, გერმანე დუტუს ძე კედია, გიორგი ვლადიმერის ძე ქორიძე და მაქსიმე ივანეს ძე გეგიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 31 მაისს კოწია მაქსიმეს ძე კონტრიძე, ივანე კონსტანტინეს ძე გეგია, იულია ნიკოს ასული აქირთავა, ვარლამ გიორგის ძე ჭირაქაძე და ნინა გარსევანის ასული ჭირაქაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 31 მაისს ივანე კონსატანტინეს ძე გეგიას თავმჯდომარეობით მოწვეული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების დამაარსებელი კრება მთავარ გამგეობას გუბერნატორთან შუამდგომლობას სთხოვს და უგზავნის დამფუძნებელთა სიას და საწევრო გადასახადს – 93 მანეთს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ელ ივნისს სახალხო სახლში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის რეჟისორობით ანრი ბერნშტეინის პიესა „ურიის სისხლი“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ელ ივნისს ორთაჭალაში ქართველ მსახიობთა თაოსნობით ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად ვახშამი გამართეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის ივნისში მწერალი იაკობ თომას ძე ცინცაძე ალექსანდრე ყიფშიძის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის ივნისში ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი ფრანგების სასაფლაოზე დაკრძალეს.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილი ქუთაისიდან ბაქოში გეგმავდა გამგზავრებას.
1916
ტიპი: ნასამართლეობა
1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი ვარლამ ადამის ძე ხუროძე ტყვეობიდან გაათავისუფლეს და ასატრახანში გადაასახლეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აკადემიკოსი ნიკო მარი თბილისში ჩამოვიდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რეჟისორ ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავას ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილთან ერთად ზამთარში მოსკოვის მცირე თეატრში უნდა ემუშავა.

