რეგისტრირებული ფაქტები80272
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი განცხადებიდან ირკვევა, რომ კიევის სამეანო სკოლისა და კიევის საქალაქო საავადმყოფოს ინტერნატის ყოფილი მასწავლებელი ნ. გ. მრევლოვი პაციენტებს მიიღებდა მეანობისა და ქალური დაავადებების განხრით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დიმიტრი დუმბაძე იყო ქართული ენის კურსების გამგე. ექვსთვიანი კურსის საფასური 300 რუბლი იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ქართული ენის კურსების გამგე დიმიტრი დუმბაძის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კურსებზე ჩაწერა შეიძლებოდა 10-დან 2 საათამდე ვაჟთა პირველი გიმნაზიის შენობაში (როზენის ქუჩაზე). კურსების პროგრამაში შედიოდა: კითხვა და მართლწერა, სასაუბრო ენა, გრამატიკა, საქართველოს ისტორია, ლიტერატურა და გეოგრაფია.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ქართული ენის კურსების გამგის დიმიტრი დუმბაძის განცხადება. განცხადების თანახმად, კურსების მიზანი იყო ორივე სქესის ქართველებისა და არაქართველებისთვის, ვინც ვერ ფლობდა ქართულს, სახელმწიფო ენის განხრით იმხელა ცოდნის მიწოდება, რომ შემდგომში მათ შეძლებოდათ სამთავრობო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში თანამდებობების დაკავება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ბანკის მეორე გამოშვების აქციებზე ხელმოწერა ბაქოში შესაძლებელი იყო ნიკოლოზ ჯაყელთან პირველ ნოემბრამდე.
1918
ტიპი: ღონისძიება
ამიერკავაკასიის ბანკის აქციონერთა 1918 წლის 14 იანვრის საგანგებო კრების დადგენილებითა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის, ალექსანდრე ხატისოვის ნებართვით ამიერკავკასიის ბანკმა ძირითადი კაპიტალი 3 000 000-დან 6 000 000 რუბლამდე გაზარდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ე. სულთანოვის „საღამო გოლოვინის პროსპექტზე“. სულთანოვი შეუძრავს წინა საღამოს გოლოვინის პროსპეტზე შიმშილისგან დახოცილი მოქალაქეების ნახვას. იგი მკითხველს საყვედურობს გულგრილობასა და პასიურობას. თვითონ კი არ შეეძლო გაჩუმება, ამ „მომხიბლავი“ სცენების სხვებისთვის გაზიარების მოთხოვნილება ჰქონდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ე. სულთანოვის „საღამო გოლოვინის პროსპექტზე“. მეორე სცენაში კადეტების კორპუსთან სულთანოვი გადაეყარა ტროტუარის გასწვრივ გაშოტილ მაწანწალას გაფარჩხული ხელებითა და დაღებული პირით. სულთანოვი აღუშფოთებია გამვლელთა გულგრილობას. არც კი არჩევდნენ ძაღლი იწვა მათ წინ თუ ადამიანი. მაწანწალა მკვდარი იყო. სულ ახლოს კი ძვირიან რესტორნებსა და ხმაურიან კაფეებში, საიდანაც მხიარული მუსიკის ჰანგები მოისმოდა, თავის გაუმაძღარ სტომაქს ივსებდა მოზეიმე საზოგადოება.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ე. სულთანოვის „საღამო გოლოვინის პროსპექტზე“. პირველ სცენაში სულთანოვი აღწერდა ქუჩაში მიმავალ ურიკას, რომელსაც ხშირად აჩერებდნენ გამვლელები. მიახლოებისას სულთანოვს ურიკაზე საწყალი მაწანწალის დაკრუნჩხული გვამი დაუნახავს. მის კითხვაზე, თუ ვინ იყო ეს უბედური, მედროგეს უპასუხნია, რომ მისთვის უცნობი მაწანწალა სულ ახლახან შიმშილისგან ქუჩაზე დაცემულა და გარდაცვლილა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის სექტემბერში ქუთაისის სასახლესთან დავით ივანეს ძე ლეონიძე საპატიო ყარაულთან ერთად წარდგა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის წინაშე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის სექტემბერში ქუთაისის სასახლესთან სარდიონ გიორგის ძე წერეთელი საპატიო ყარაულთან ერთად წარდგა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის წინაშე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის სექტემბერში ქუთაისის სასახლესთან პიმენ გიორგის ძე გაბაევი საპატიო ყარაულთან ერთად წარდგა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის წინაშე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის სექტემბერში ქუთაისის სასახლესთან კონსტანტინე ნიკოლოზის ძე იოსელიანი საპატიო ყარაულთან ერთად წარდგა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის წინაშე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის სექტემბერში ქუთაისის სასახლესთან დავით დიმიტრის ძე ჟღენტი საპატიო ყარაულთან ერთად წარდგა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის წინაშე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის სექტემბერში ქუთაისის სასახლესთან სიმონ იაგორის ძე ჩიჯავაძე საპატიო ყარაულთან ერთად წარდგა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის წინაშე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის სექტემბერში ქუთაისის სასახლესთან დავით ბექოს ძე ლორთქიფანიძე საპატიო ყარაულთან ერთად წარდგა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის წინაშე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის სექტემბერში ქუთაისის სასახლესთან ივანე ოტიას ძე ერისთავი საპატიო ყარაულთან ერთად წარდგა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის წინაშე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის სექტემბერში ქუთაისის სასახლესთან გლახუა გიორგის ძე ჩხეიძე საპატიო ყარაულთან ერთად წარდგა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის წინაშე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის სექტემბერში ქუთაისის სასახლესთან გლახუა გიორგის ძე ჩხეიძე საპატიო ყარაულთან ერთად წარდგა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის წინაშე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის სექტემბერში ქუთაისის სასახლესთან ალექსანდრე გიორგის ძე წულუკიძე საპატიო ყარაულთან ერთად წარდგა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის წინაშე.