რეგისტრირებული ფაქტები87232
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1956
ტიპი: თანამდებობა
1956-1959 წლებში გიორგი კაჭახიძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო ლიტერატურის სექციის ბიუროს თავმჯდომარე.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 16 ნოემბერს ერწოს ნაწილის ბოქაულმა თელავის საკათედრო ტაძრის ძარცვის მონაწილეები, შაქრო ბოჭორიძე და სანდრო ნადირაშვილი დააკავა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ნოემბერში თბილისის გუბერნატორმა გრიგოლ ნახშუმოვი და გიორგი ოქროპირიძე დეპუტატებად დაამტკიცა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 18 ნოემბერს თიანეთის პოლიციამ თელავის საკათედრო ტაძრის ძარცვის მონაწილეები, შაქრო ბოჭორიძე და სანდრო ნადირაშვილი თელავის მაზრის უფროსთან გაგზავნა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის ნოემბერში პოლიციელ საღურ-ოღლის მკვლელობასა და იუნკერ შერვაშიძის დაჭრაში ბრალდებულები ქვემო აჭარის უფროსთან თვითონ გამოცხადდნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 4 იანვრის გაზეთი „დროება“ წერდა, რომ ლევან ჯანდიერის თაოსნობით თიანეთში სამკითხველო გაიხსნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ შავროვს სამეურნეო საზოგადოების დარბაზში რუსულ ენაზე უნდა წაეკითხა ორი საჯარო ლექცია აბრეშუმის წარმოების შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს ისტორიის დიმიტრი ბაქრაძის შენიშვნებით" ბეჭდვა დაიწყეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის იანვრის გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, პავლე იზმაილოვი ქალაქის საბჭოს წევრად აირჩიეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის პირველი იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, დავით ერისთავს გაზეთ „კავკაზის“ რედაქტორის სტატუსი შეუჩერეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დასაბეჭდად მიიღო სოფრომ მგალობლიშვილის მიერ თარგმნილი წიგნი „შესანიშნავი ბავშვები“.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916-17 წლებში მიხეილ ევგენის ძე ჩიქვინიძე ბაღდათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წელს დავით ოტიას ძე ჯიშკარიანი ბაღდათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს ლეონტი ილარიონის ძე წიქორიძე ბაღდათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლის 14 ივლისს ბერლინიდან ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა ნიკო ცხვედაძეს, რომელშიც ატყობინებდა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და მკურნალობის რეჟიმს.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლის 14 ივლისს ბერლინიდან ილია ჭავჭავაძე ნიკო ცხვედაძეს კახეთის ბაღის მფლობელთა ამხანაგობისთვის მისი კუთვნილი თანხის გამორთმევას და ქრისტეფორე მამაცაშვილისთვის გადაცემას სთხოვდა.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლის 14 ივლისამდე ილია ჭავჭავაძე ბერლინში ყოფნის დროს შეხვდა ცნობილ ასირიოლოგს, პროფესორ კარლ ლემან ჰაუპტს.

