რეგისტრირებული ფაქტები89515
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 31 იანვრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერზერუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ესტატე ხარბედია, დავით კაზაროვი, ბართლომე ალასანია, ნიკო სარჩიმელია, სოკრატ ბესოს ძე ჯღარკავა, ვართან დუშვალიშვილი, კონსტანტინე ექვთიმეს ძე ჩირქაძე, ეფრემ იაკობის ძე ჭეიშვილი, ბიქტორ ჭეიშვილი და ნიკოლოზ ლომინაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
გრიგოლ ქუთელია 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე როტმისტრის ჩინით მსახურობდა კავალერიის პირველ სასაზღვრო პოლკში, თურქეთის ფრონტზე. დამოუკიდებლობის პერიოდში მსახურობდა თბილისში, პოდპოლკოვნიკის ჩინით. გასაბჭოების შემდეგ მსახურობდა სამხედრო კომისარიატში „ჩონის“ ნაწილში. ის იყო უპარტიო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ თებერვალს შალვა იოსების ძე თუხარელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხარკოვის უნივერსიტეტის სასჯულმეტყველო ნაწილზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის თებერვალში ბათუმში ჩასული დავით კარიჭაშვილი ორი კვირით ქუთაისსა და სოხუმში მიემგზავრებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის თებერვალში ბათუმში ჩასული დავით კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების საანგარიშო დავთრების წარმოების მეთოდით უკმაყოფილო დარჩა. ანგარიშებიდან შეუძლებელი იყო გაგება, რა თანხა ჰქონდა განყოფილებას ხაზინაში და რამდენს ინახავდა ბანკში, რა ღირებულების იყო სკოლის შენობა-მოწყობილობა და სხვ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1916 წლის წევრთა სია და აუწყა, რომ წევრთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო, მაგრამ არ მოესწრო ყველა დარიგებული წიგნაკის შეგროვება და ასევე სიჩქარის გამო არ მოესწრო წევრთა ანბანის მიხედვით დაყოფა. ხელს აწერენ თავმჯდმარის ამხანაგი იოსებ ოცხელი და გამგეობის მდივანი იასონ ბაქრაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იაკობ ფანცხავა აირჩიეს ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წევრად.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იაკობ ფანცხავა აირჩიეს ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგად.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 3 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თხოვნით მიმართა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, რომ სოხუმისა და ბაქოს თავშესაფართა რევიზიის შემდეგ რევიზია ჩაეტარებინა ბაქოს, ბათუმისა და ქუთაისის განყოფილებებში. ხელს აწერს გამგეობის მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 5 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გასაცნობად მისული ნიკო თავდგირიძე ტუაფსეს განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 5 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს დეკანოზი იაკინთე გორგაძე, ხოლო გამგეობის წევრებად: კონსტანტინე ჯაფარიძე, ვალერიან ქავთარაძე და გიორგი ვაშაკიძე. კრებაზე აირჩიეს სარევიზიო კომისიაც.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 5 თებერვალს ქალაქ ქუთაისის ექიმი, დ. ლორთქიფანიძე საგუბერნიო ექიმის თანაშემწედ დაინიშნა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 6 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ქალაქ ერზერუმში მცხოვრებმა ქართველებმა ლევან დიმიტრის ძე ჟღენტმა და სიმონ ჩიქოვანმა წერილობით შეატყობინეს, რომ გადაწყვიტეს დაეარსებინათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება და მათგან სჭირდებოდათ ნებართვა ყველა სხვა საჭირო დოკუმენტთან ერთად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას წერილობით აუწყა, რომ ქუთაისის განყოფილების რევიზია დაავალეს დავით კარიჭაშვილს, რომელიც უკვე გაემგზავრა სოხუმში და იქედან გამოივლიდა ქუთაისში.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ერზერუმის განყოფილებას წერილობით აცნობა, რომ დროებით, ნორმალური პირობების დამყარებამდე გადადეს განყოფილების გახსნის საკითხი. ასევე სთხოვეს გამოეგზავნათ შეგროვილი თანხა მთავარი გამგეობისთვის.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ერზერუმის განყოფილებას წერილობით აცობა, რომ განყოფილებათა ინსტრუქციის მიხედვით განყოფილების გახსნა სხვადასხვა რაიონში შესაძლებელია, როცა მთავარი გამგეობა მიიღებს საწევრო გადასახადს 30 წევრისგან, 30 მანეთს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას დავით კარიჭაშვილი ეწვია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის სხდომაზე შეადგინეს ომისგან დაზარალებული ბავშვების თავშესაფარში 10 ბავშვის შენახვის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა. მთავარ გამგეობას ამ ხარჯებისთვის წელიწადში 4 500 მანეთი ტატიანას კომიტეტისგან უნდა მიეღო. სავარაუდო ხარჯთაღრიცხვამ 4 500 მანეთს გადააჭარბა. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს სთხოვა, აღნიშნული ანგარიში მთავარი გამგეობისთვის გაეგზავნა იმ იმედით, რომ ის ტატიანას კომიტეტისგან დამატებითი ხარჯისთვის კრედიტს მოითხოვდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 9 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თხოვნით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის სხდომაზე დასვეს საკითხი, ომისგან დაზარალებული ოჯახების ბავშვებისთვის თავშესაფრისა და სახელოსნოს გასახსნელად შეეძინათ სკოლის გვერდით მდებარე სახლი 100 საჟენამდე ეზოთი. სახლი 20 000 მანეთი ღირდა. გამგეობა თვლიდა, რომ თუ თავშესაფრის ასაშენებლად გადადებულ 8 000 მანეთს ცოტას თვითონაც დაამატებდა, მამულს შეიძენდა. კარიჭაშვილმა ამ გადაწყვეტილების შესახებ იმ დღესვე შეატყობინა მთავარ გამგეობას და სთხოვა, პასუხი მალე მიწერათ ბათუმის განყოფილებისთვის.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 9 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თხოვნით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ გამგეობის სხდომა გამართა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 10 თებერვალს სოხუმის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: მიხეილ ეგნატეს ძე ჩხაიძე, იშახან ჩიჩუა, კოსტა ზაალის ძე ჩიქოვანი, გერასიმე ჩიმაკაძე, ანდრია ოქროპირის ძე ცანავა, მიხეილ ტოტიას ძე ცხომარია, ივანე ზოსიმეს ძე ცეცხლაძე, ნიკო გიგოს ძე ცეცხლაძე, იოსებ ცეკვავა და დათა ცეკვავა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 10 თებერვალს სოხუმის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: პავლე პეტრეს ძე ჯანაშია, ნიკო ჯღამაია, თომა პავლეს ძე ჯავახიძე, ელენე მაქსიმეს ასული ჯანაშია, კონსტანტინე ჯანჯღავა, ბესარიონ ჯმუხაძე, ალექსანდრე ჯმუხაძე, ლუბა ჯანჯღავა, იესე ჯანჯღავა და პეტრე ჯანჯღავა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 10 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობიდან მთავარ გამგეობაში გაგზავნეს ნამდვილ წევრთა სია, რომელშიც იყვნენ: ლევან ადამია, იოსებ ადამია, სპირიდონ აბზიანიძე, ვარლამ ადამია, მალაქია ადამია და ლევან ალშიბაია.

